"თუ არ გაინტერესებდათ, რა თავებს იხოცავდით მათი ყურებით? - წაიკითხეთ, თუ გრიგოლიას გადაცემა არ მოგეწონათ

"თუ არ გაინტერესებდათ, რა თავებს იხოცავდით მათი ყურებით? - წაიკითხეთ, თუ გრიგოლიას გადაცემა არ მოგეწონათ

გადაცემა "რეაქციას" მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელ Facebook-ზე სულ უფრო ხშირად იხილავთ ადამიანების სტატუსებს, რომლებიც ტელეწამყვანს გადაცემას უწუნებენ და მოწვეული სტუმრების გამო საყვედურს გამოთქვამენ. შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი "რეაქციას" შემდეგ ქსელში უკმაყოფილო მაყურებლების რაოდენობამ პიკს მიაღწია, რასაც გრიგოლია მარტივად პასუხობს. "თუ არ გაინტერესებდათ, რა თავებს იხოცავდით მათი ყურებით?", - ამბობს ტელეწამყვანი.

Facebook/ ინგა გრიგოლია (სტილი დაცულია):

აუ....რას ღელავენ ადამიანები ჩემს მიერ გადაცემაში მოწვეული სტუმრების გამო....თუ ერთი,თუ მეორე მხრიდან))))))მე გავაჩინე ეს ხალხი,თუ როგორაა საყვარლებო?????არ არიან რეალში?არ არსებობენ და მე გამოვიგონე?თუ მარტო თქვენ გაქვთ აზრი და არა იმ ხალხს,ვინც სტუდიაში იჯდა??? მეცინება....განსაკუთრებით იმ

ადამიამებზე,შემგონებლურ და გამკიცხავ სტატუსებს და კომენტარებს რომ მიძღვნიან)))ყველა ადამიანი,ვინც გუშინ ,,რეაქციაში,, იჯდა,ამ ქვეყანაში ცხოვრობს ,დიდი ხანია იცნობთ და თუ არ გაინტერესებდათ,რა თავებს იხოცავდით მათი ყურებით??გუყურეთ?-ესე იგი გაინტერესებდათ)))))))) მადლობა,რომ გვიყურებთ...მე მხოლოდ მახარებს ეს ამბავი", - წერს ტელეწამყვანი.

გრიგოლიას არც ეს რეპლიკა დარჩა უპასუხოდ. მას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გოგა ხაჩიძე ეხმაურება და წერს:

Facebook/ გოგა ხაჩიძე (სტილი დაცულია):

"რას ერჩით, რას სთხოვთ ინგა გრიგოლიას?!

რკინის ლოგიკა აქვს,.. თავისებური რკინის.

არ მოგწონთ?! - არ უყუროთ!

რა მორალის კითხვა დაუწყეთ (?!)

რით ვერ გაიგეთ, რომ ინგა გრიგოლიას, მორალს მხოლოდ სატელევიზიო რეიტინგი უკითხავს.

დაკარგავს რეიტინგს? - გაუშვებს ეთერიდან ინაშვილ-ბადურაშვილებს.

მაღალი რეიტინგი ექნება? - ყოველთვის გიპასუხებთ ბევრსმაილიანი პოსტით.

ასე რომ..."

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები