თურქეთში მედიასაშუალებების 20-ზე მეტი თანამშრომელი დააკავეს

თურქეთში მედიასაშუალებების 20-ზე მეტი თანამშრომელი დააკავეს

ხელისუფლების მითვისების მცდელობის ბრალდებით, თურქეთის პოლიციამ 20-ზე მეტი ჟურნალისტი, მენეჯერი და მედიასაშუალებების სხვა თანამშრომლები სხვადასხვა ტელევიზიებსა და გაზეთებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დააკავა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

აღნიშნული დაკავებები დაკავშირებულია აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ ფეთჰულაჰ გიულენთან, რომელიც სასულიერო პირია. მედიასაშუალებებში ჩხრეკა სტამბულსა და თურქეთის 12 ქალაქში ჩატარდა. დაკავებულთა შორის არიან მედიაჯგუფ "შამანყოლუ"-სა და გაზეთ "ძამან"-ის რედაქტორი. მათი დაკავება განხორციელდა უკანონო ორგანიზაციისა და ხელისუფლების მითვისების ბრალდებით.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ფეთჰულაჰ გიულენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან და დამკვირვებელთა აზრით, ჩხრეკების მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს ამ სასულიერო პირის მომხრეებს გაჩუმება აიძულოს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები