დატოვა თუ არა ვასიკო ოდიშვილმა "მაესტრო"

დატოვა თუ არა ვასიკო ოდიშვილმა "მაესტრო"

დღეს დილიდან სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვასიკო ოდიშვილმა "მაესტრო" დატოვა.

Ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო ჟიჟილაშვილს დაუკავშირდა. როგორც ნინო ჟიჟილაშვილმა აღნიშნა, ოდიშვილს "მაესტრო" არ დაუტოვებია.

"ვასიკო ოდიშვილის წასვლას ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ გუშინაც ეთერში იყო და დღესაც ემზადება გადაცემისთვის", - აღნიშნა ნინო ჟიჟილაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას არხის საინფორმაციო ბადის ცვლილებასთან დაკავშირებით, ნინო ჟიჟილაშვილმა განმარტა, რომ ტელევიზია მომავალი წლისთვის ემზადება.

"განიხილება სხვადასხვა ვერსია, თუმცა მე ვერ დაგიდასტურებთ, რომ რომელიმე გადაწყვეტილება მიღებულია. საინფორმაციოს დროის შეცვლა და 8 საათზე გასვლა არ განიხილება, რაღაც სხვა თემები განიხილება, რომელიც ძალიან შიდაკორპორატიული თემებია და მე ამ წუთში თქვეთან ამ თემებზე ვერ ვისაუბრებ. ვიდრე ბოლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ბადესთან დაკავშირებით მე არ შემეძლება, რომ რაიმე გითხრათ", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები