კრიზისი "მაესტროში": "ცხრიანის" გუნდი დაშლილია -"ჟიჟილაშვილი ყანდიაშვილით ნაცვლდება"

კრიზისი "მაესტროში": "ცხრიანის" გუნდი დაშლილია -"ჟიჟილაშვილი ყანდიაშვილით ნაცვლდება"

"მაესტროს ცხრიანი" ეთერში აღარ გავა, პროდიუსერები და სხვა თანამშრომლები კი, ტელევიზიას ტოვებენ. "ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა საინფორმაციო გამოშვება "მაესტროს ცხრიანის" მთავარი პროდიუსერს სოფო ზურაბიანს, რომლის თქმითაც, ის "მაესტროს" არხზე მოსალოდნელი და განვითარებული პროცესების გამო ტოვებს, ხოლო სხვა თანამშრომლების შესახებ ვერაფერს იტყვის, ვინაიდან გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

"მეც ვტოვებ ცხრიანის მთავარი პროდიუსერის თანამდებობას არხზე მოსალოდნელი, თუ განვითარებული პროცესები, უფრო კონკრეტულად "მაესტროს ცხრიანი" ახალი სეზონიდან ბადეში აღარ ზის; ნინო ჟიჟილაშვილი აღარ არის დირექტორის მოადგილე საინფორმაციო მიმართულებით. მანამდე იყო ცვლილებები არხსი ბადესთან დაკავშირებით, მაგრამ საინფორმაციოსთან შეუთანხმებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ცხრიანი აღარ არის ბადეში", - სოფო ზურაბიანმა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ გაირკვა, რომ ნინო ჟიჟილაშვილს, რომელიც ისედაც მიდიოდა არხიდან, უშვებენ და მის ნაცვლად კოკა ყანდიაშვილი მოდის.

"ნინო ჟიჟილაშვილი, ფაქტობრივად, ნაცვლდება კოკა ყანდიაშვილით, შესაბამისად მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვდივარ", - დასძინა ზურაბიანმა.

მისივე ინფორმაციით, "მაესტროზე" დაგეგმილი ცვლილებების შესახებ თანამშრომლებმა გუშინ, არხის დირექტორის ბაია გადაბაძესთან თათბირისას შეიტყვეს.

თავად კოკა ყანდიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" არ უყიდია, არც დირექტორად ან მის მოადგილედ დანიშნულა და იანვრიდან "მაესტროზე" გადაცემას არ წაიყვანს. ყანდიაშვილის ინფორმაციით, უკვე ნახევარ წელზე მეტია გრძელდება მოლაპარაკება "მაესტროსთან" და სხვა არხებთან მისი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით, კერძოდ, "მაესტრო" დაინტერესებულია ორი ტელე-პროდუქტით: რეალითი-შოუ ფეხბურთზე და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები