"მაესტრო" პროსახელისუფლო არხი ხდება? - "ვერ ვიმუშავებ იქ, სადაც ყანდიაშვილი გვიკარნახებს, რა რა დოზით გავაშუქოთ"

"მაესტრო" პროსახელისუფლო არხი ხდება? - "ვერ ვიმუშავებ იქ, სადაც ყანდიაშვილი გვიკარნახებს, რა რა დოზით გავაშუქოთ"

რა შეიცვლება "მაესტროში" მას შემდეგ, რაც არხის ერთ-ერთმა მფლობელმა და ხელმძღვანელმა კოტე გოგელიამ სამსახურიდან ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და ცენტრალური საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა "ცხრიანის" წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი გაათავისუფლა, ამას მაყურებელი მას შემდეგ იხილავს, რაც ტელევიზია ეთერში რეორგანიზაციის შემდეგ დაბრუნდება, მანამდე კი ჟიჟილაშვილის გათავისუფლების საპასუხოდ, ტელევიზიას პროდიუსერებისა და ჟურნალისტბის გუნდი ტოვებს. არსებული ინფორმაციით, უკვე წავიდა საინფორმაციოს 15-ზე მეტი ჟურნალისტი.

"მაესტროს ცხრიანის" მთავარი პროდიუსერი სოფო ზურაბიანი "ინტერპრესნიუსთან" საუბარისას ამბობს, რომ არხზე ნინო ჟიჟილაშვილის ნაცვლად კოკა ყანდიაშვილი მიდის.

"ნინო ჟიჟილაშვილი, ფაქტობრივად, ნაცვლდება კოკა ყანდიაშვილით, შესაბამისად მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვდივარ", - დასძინა ზურაბიანმა.

იმის გამო, რომ კოკა ყანდიაშვილი საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, არხის ჟურნალისტებში გაჩნდა განცდა, რომ ის ტელევიზიაში სახელისუფლო ინტერესებს გაატარებს.

მე ვერ ვიმუშავებ იმ გარემოში, სადაც კოკა ყანდიაშვილმა უნდა გვიკარნახოს, თუ რა დოზით უნდა გავაშუქოთ ესა თუ ის მოვლენა და რა აქცენტები უნდა დავსვათ, - ამის შესახებ "მაესტროს" ჟურნალისტმა გიგი გაგუამ განაცხადა.

"მე როგორც უცხოეთის ბლოკის რედაქტორი, ჟურნალისტი, ვტოვებ "მაესტროს". მიზეზი არის ის, რომ მე ვერ მომცეს იმის გარანტია, რომ იქნებოდა საინფორმაციო დამოუკიდებლობა. მე ვერ ვიმუშავებ იმ გარემოში, სადაც კოკა ყანდიაშვილმა უნდა გვიკარნახოს, თუ რა დოზით უნდა გავაშუქოთ ესა თუ ის მოვლენა და რა აქცენტები უნდა დავსვათ", - განაცხადა გიგი გაგუამ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები