რა ელის "ნიჭიერის" მაყურებელს ამაღამ

რა ელის "ნიჭიერის" მაყურებელს ამაღამ

ორშაბათს ნიჭიერის მესამე ნახევარფინალია, რომელშიც კასტინგის ტრიუმფატორი, გოჩა ჭაბუკაიძე მონაწილეობს. მოლოდინი დიდია, ამიტომ საინტერესოა, როგორ წარსდგება ამჯერად მედავითნე შემსრულებელი მაყურებლის წინაშე.

ასევე, დღეს იქნებიან უცხოელი ნახევარფინალისტებიც.

ია ტრაორემ შესარჩევ ტურში ჟიური და მაყურებელი ფეხბურთის ბურთით გაკეთებული არნახული შოუთი გააოცა.

ასევე, ჰოლანდიელი ბოი ლოიენი, რომელმაც რგოლებით საოცარი შოუ გააკეთა, ამჯერად საკუთარ გერლფრენდთან ერთად წარსდგება მაყურებლის წინაშე.

ნახევარფინალისტებს შორის არიან სექსუალური"გრძელფეხება" მევიოლინე ანა გაგულიძე, ასევე ფშაველი სანათა მაჩურიშვილი, რომელმაც მთის "ხელთუქმნელი" ნიჭიერებით მოხიბლა მაყურებელი. ერთ-ერთი კონკურსანტი იტალიელი ივანო ტურკია. ამჯერად, ბობქათის "მეფე" ხაშლამის მერე რას მიირთმევს ტრაქტორის "ჩანგლით", ესეც საინტერესოა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები