ვასიკო ოდიშვილმა "მაესტრო" დატოვა

ვასიკო ოდიშვილმა "მაესტრო" დატოვა

"ამჯერად მე ცოტა უჩვეულო სიტუაციაში ვარ, რადგან ჩემს მიერ გაჟღერებული ეს განცხადება იქნება სერიოზული და ეს არ იქნება ხუმრობა," მიმართა ვასიკო ოდიშვილმა მაყურებელს, "მაესტროს" 6 საათიანი საინფორმაციო გამოშვებისას.

ვასიკო ოდიშვილმა გუნდთან ერთად ტელევიზია დატოვა და განაცხადა, რომ სულ მალე ტელესივრცეში ახალი ტელეარხი გამოჩნდება სახელწოდებით "აბები" და ის პოლიტიკურ-სატირულ-იუმორისტულ პროექტს უკვე "მაესტროს" პირველ დამფუძნებლებთან ერთად გააგრძელებს.

ოდიშვილის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაცემა "აბები" დაგეგმილზე ადრე წყვეტს "მაესტროზე" მუშაობას.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები