"მე ჯერ ახალი ყლორტი ვარ" - რატომ ჩაგრავს ვანიკო თარხნიშვილი გიორგი ყიფშიძეს

 "მე ჯერ ახალი ყლორტი ვარ" - რატომ ჩაგრავს ვანიკო თარხნიშვილი გიორგი ყიფშიძეს

გიორგი ყიფშიძე და ვანიკო თარხნიშვილი წლების წინ დამეგობრდნენ, მათი ტანდემი თეატრში წლებს ითვლის, თუმცა მათი სატელევიზიო დუეტი "ნიჭიერის" სცენაზე შედგა და წარმატებულიც აღმოჩნდა.

ვანიკოს "ნიჭიერის" გამოცდილი წამყვანია, გიორგი კი წელს პირველად მოხვდა "რუსთავი 2"-ის სახალხო პროექტში. მაყურებლის მოსაზრებით, ვანიკო თარხნიშვილი გიორგი ყიფშიძეს სცენაზე ჩაგრავს. იმის გასარკვევად, არის თუ არა რეალურად ასე, Ambebi.ge წამყვანებს "ნიჭიერის" საგრიმიოროში ესაუბრა.

- გიორგი, ფორუმებზე წერენ, რომ ვანიკო თარხნიშვილი სცენაზე გჩაგრავს, მართლა ასეა?

- კარგით რა, მე არ ვიცოდი ეს ამბავი. (ამ დროს გიორგის გაჩუმება ვანიკომ სცადა), კარგი რა ვანიკო, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ნუ იცი ხალხში ხელების ქნევა.

- ვანიკო, რატომ ჩაგრავ გიორგის?

- იმიტომ ვჩაგრავ, რომ ეს არის ახალი, მე კი ყველა ახალს ვჩაგრავ. უბრალოდ, ეს უფრო კერკეტი კაკალი აღმოჩნდა.

გიორგი: მე ჯერ ახალი ყლორტი ვარ, ჩამოყალიბდება ჩემგან დიდი ბებერი ხე და მერე ნახავთ.

ვანიკო: გინდა ძირშივე მოვგლიჯო ეს ყლორტი?

- გიორგი, "ნიჭიერის" სცენა შენთვის სიახლეა. რა არის ის, რასაც ვანიკოსგან სწავლობ, როგორც პროექტის გამოცდილი წამყვანისგან, და შენი აზრით, რას მიიჩნევს მაყურებელი დაჩაგვრად?

- არ ვიცი, რას გულისხმობენ ჩაგვრაში. თუ იმას გულისხმობენ, რომ ვანიკოს მეტი ტექსტი აქვს, ამას მარტივი ახსნა აქვს, ის ადვლად იმახსოვრებს ტექსტებს. მე კი სულ ვეხვეწები, ნაკლები ტექსტი დამიწერონ, ვანიკო მაესტროა გამოცდილებით. ეს რომ არ იყოს, პირიქით, ამით უფრო დავიჩაგრებოდი. თუ კონფლიქტზეა საუბარი, მე და ვანიკო ვჩაგრავთ ნიკას ხელოვნურად.

- ნიკა, გაღიზიანებს ვანიკო და გიორგი შენს დაჩაგვრას რომ ცდილობენ?

- ასე თუ არ გაართე ადამიანები და თვითშეფასება არ აუმაღლე, შესაძლოა, მოიწყინონ და საქმე გააფუჭონ, ასე რომ, ჯობია საქმე გააკეთონ. მათ ჰგონიათ, რომ მჩაგრავენ, მე ვინ დამჩაგრავს?

ვანიკო: ეს არის თამაში, რომ შოუ იყოს საინტერესო. ჩვენი ერი ყოველთვის მართალია, ბრიყვი ნუ გგონიათ. ყოველთვის ყველაფერს სწორად ხვდება, უბრალოდ, ამას აქვს საკუთარი მიზეზები, რატომ ვჩაგრავ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები