"ნიჭიერი" წლის ყველაზე წარმატებულ ტელეპროექტად დასახელდა

"ნიჭიერი" წლის ყველაზე წარმატებულ ტელეპროექტად დასახელდა

24 დეკემბერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილმა" სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" "ქართული ბრენდის დღის" აღსანიშნავი რიგით მე-12 ცერემონია გამართა. საუკეთესო ბრენდის სტატუსით, სხვადასხვა ნომინაციაში 2014 წლის ყველაზე წარმატებული პროექტები და კომპანიები გამოვლინდნენ. მათ შორის იყო "რუსთავი2"-ის მეგაპროექტი "ნიჭიერი", რომელმაც წლის ყველაზე წარმატებული ტელეპროექტის ნომინაციაში მიიღო საუკეთესოს ჯილდო.

გიორგი ხაბურზანია ("რუსთავი2"-ის საერთაშორის პროექტების დირექტორი):

- ძალიან სასიამოვნოა, რომ "ნიჭიერის" ძალიან დიდი გუნდის ძალიან დიდი შრომა ამ ფორმითაც დაფასდა. მადლიერები ვართ, რომ "ნიჭიერი" წლის საუკეთესო და ყველაზე წარმატებულ ტელეპროექტად დასახელდა. "ნიჭიერს" პრიზი აუღია, მაგრამ არა ასეთი კონკრეტული. ჩვენს ბრიტანელ კოლეგებსაც შევატყობინებთ, ეს წარმატება მათაც გაუხარდებათ. იმედია, მომავალშიც გავამართლებთ ამ დიდ პატივს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები