როგორ აღმოჩდნენ პაპუნა და გიორგი პირველად ერთმანეთთან შიშვლები - რას მალავს არაორდინალური წყვილი

როგორ აღმოჩდნენ პაპუნა და გიორგი პირველად ერთმანეთთან შიშვლები - რას მალავს არაორდინალური წყვილი

"ნიჭიერის" წლევანდელი ერთ-ერთი აღმოჩენა პაპუნას და გიორგის დუეტია. შესარჩევ ტურზე ბიჭები სცენაზე შიშვლები გამოვიდნენ და მაყურებელს თავი საინტერესო შოუთი დაამახსოვრეს. დასამახსოვრებელი აღმოჩნდა პაპუნას და გიორგის გუშინდელი ნომერიც, არაორდინალური წყვილი სხეულის ინტიმურ ნაწილებს სცენაზე შლაპებით იფარავდა, თუმცა არის ის, რაც მაყურებელმა მათზე ჯერ კიდევ არ იცის. მაგალითად, რეალურად, არიან თუ არა ისინი სრულიად შიშვლები. ერთი რამ კი ფაქტია, - პაპუნამ და გიორგიმ ხალხიც გაამხიარულა და პროექტის ფინალშიც მოხვდნენ.

- გიორგი, ელოდით ფინალში მოხვედრას?

- საერთოდ არ ველოდით ფინალში გადასვლას. ჩვენი მიზანი იყო ხალხის გამხიარულება და მგონი, ამას მივაღწიეთ კიდეც; მოულოდნელად ფინალშიც აღმოვჩნდით.

- როგორ ჩამოყალიბდა თქვენი დუეტი?

- მე და პაპუნა ნათესავები ვართ, რამდენიმე წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ის ბიძად მეკუთვნის. ცეკვაც ერთად დავდგით.

- პირველად შიშვლები როდის და როგორ აღმოჩნდით ერთად?

- ეს იყო ჩემი მეგობრის იდეა, ჩვენც გადავხედეთ რაღაცებს, თავიდან ვხუმრობდით, მერე დროც გვქონდა და ასეთი ნომერი შევქმენით. რეპეტიციებზე შიშვლები არ ვართ, მხოლოდ "ნიჭიერის" სცენაზე გავშიშვლდით. გვინდოდა, სახალისო ნომერი გაგვეკეთებინა, რაც ხალხს დაამახსოვრდებოდა.

- ოჯახი როგორ ხვდება თქვენს გაშიშვლებას ფილარმონიის სცენაზე, არ გიწევთ წინააღმდეგობას?

- პირიქით, მოსწონთ. უჩვეულოს არაფერს ვაკეთებთ, ზღვაზე ყველა არის ნამყოფი. არ არსებობს რაღაც ისეთი, რაც ყველას მოსწონს, ან არ მოსწონს. ჩვენ არ გვყავს ისეთი ოჯახი, რომელიც გვერდით არ დაგვიდგება.

- იცოდნენ, შიშვლები რომ გახვიდოდით სცენაზე?

- სულ შიშვლები არ ვართ (იცინის).

- რამე გაცვიათ?

- რა თქმა უნდა. თუ შეცდომა მოგვივა და რამე დაგვივარდება, კატასტროფა არ იქნება. რა გვაცვია, არ გეტყვით.

- მაყურებელიც და ჟიურიც ფიქრობს, რომ სრულიად შიშვლები იყავით. ფინალში რას გააკეთებთ?

- რამდენიმე ნომრის იდეა გვაქვს და რომელიმეს შევარჩევთ ფინალისთვის.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები