პავლოვიჩი თამარ სანიკიძესთან შეხვედრას ითხოვს - "კაბინეტში მინდა ვუთხრა, რა მინდა"

პავლოვიჩი თამარ სანიკიძესთან შეხვედრას ითხოვს - "კაბინეტში მინდა ვუთხრა, რა მინდა"

შალვა ჯანიაშვილს მაყურებელი "რუსთავი 2"-ის პროექტებიდან იცნობს. ეპატაჟური პავლოვიჩი "ნიჭიერის" ფინალში ვერ მოხვდა, რის გამოც გულგატეხილია, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ მომავალში წარმატებას მიაღწევს.

- ყველაფერს მაყურებლისთვის ვაკეთებ, სანახაობაზე ვარ ორიენტირებული. ჩემი "ჟილკით", ჩემი მოტივაციით და მონდომებით ვარ გამორჩეული. მიზანდასახული ადამიანი ვარ, ხალხისთვის ვცხოვრობ და მინდა, ხალხთან ერთად მივიღო სიამოვნება. ლამაზი გოგონები რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა, მათ გარეშე შემართება არ მექნებოდა.

- საკუთარ იმიჯზე თავად ზრუნავ?

- ჩემით ვარჩევ, რა ჩავიცვა. რაც მაცვია, ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის შერჩეული, ჩემი შემოქმედებაა. მოგწონვართ, ხო?

- ასეთი ჩაცმული გადიხართ ქუჩაში?

- როცა მსიამოვნებს ასე გავდივარ ქუჩაში. ხალხი მოდის ქუჩაში, "სელფებს" ვიღებთ, ყვავილებს მჩუქნიან. მამაკაცი ვარ, მაგრამ მეც მიყვარს ყვავილები. ხალხის სითბო და სიყვარული აქამდეც არ მაკლდა.

- რა განათლება გაქვთ მიღებული?

- სამსახიობო განათლება მაქვს. მასწავლებლებთან დავდიოდი. პოლიტიკაც მესმის და ფეხბურთის თამაშიც ვიცი. ხალხისთვის მინდა არსებობა, მათი ცხოვრებით ვიცხოვრო და ჩემი სახელი უნდა ვუკვდავყო. სოციალურად წელში გამართული უნდა იყო, ეს რომ მოახერხო და მე ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. "ნიჭიერიც" მეხმარება ამაში, როცა იქნება გამიმართლებს. დიდი გეგმები მაქვს, ქვეყანა უნდა ავაყვავო, წელში გავმართო ყველაფერი. ფული ჯიბეში არ უნდა შევინახოთ. კოცნის ორგიად უნდა გადაიქცეს შენი ხალხში გასვლა, ისეთი სახელი უნდა გქონდეს. სამწუხაროდ, ხელშეწყობა არ მაქვს, მაგრამ არ ვნებდები. დისციპლინის მოყვარული ადამიანი ვარ. ემოციური კაცი ვარ, ქუჩაც მესმის და სუფრაც. დიდთან დიდი ვარ, პატარასთან პატარა და მინისტრთან მინისტრი. თამარ სანიკიძესთან მინდა შეხვედრა, რამდენი ხანია ამას ვცდილობ. კაბინეტში მინდა ვუთხრა, რა მინდა. ქართული განათლების სისტემა ჭაობშია. რეპეტიტორის ცოდნა უფრო ფასდება და ამაზე მინდა ვესაუბრო.

- გოგოებს სად ეპატიჟები გასართობად?

- კლუბშიც ვყოფილვართ, ზომა და წონა ვიცი, ლამაზი გოგო მიყვარს და არა ბოზი. 200 კაცთან რომ დაწვება, ეგ არის ბოზი. არცერთი ღამისთვის არ მინდა ბოზი. მოდელი, ქერა, სლავური გარეგნობის, გრძელფეხება გოგო მინდა, რომელიც ამავე დროს არის ცინცხალი. "ლამაზ თაიგულს მოგართმევ მე შენ, ძალიან მიყვარხარ, არასდროს არ თქვა ძვირფასო, რომ შენ არავინ არა გყავს". არ მიყვარს ორგიები და ხმაურიანი გართობები. ქალს ფეხი უხდება, ქალის ფეხი შავ "კალგოტკაშია" ლამაზი. მე ასეთი ქალები მიყვარს. შიშველი ქალი არ მიყვარს, ჩაცმული ქალია სექსუალური.

- ცნობილი ქალებიდან ვინ მოგწონს?

- გარეგნობის მხრივ ცოტა მომწონს სოფო ნიჟარაძე, მაგრამ არ ვგიჟდები. რომ გიჟდებიან ნინაზე, ასეთი სტილის გოგოები არ მიყვარს, თუკი ასე გაფასებენ, ხელოვნური არ უნდა იყო. ყველა გიჟდება შორენა ბეგაშვილზე, მაგრამ ეგეც ხელოვნურია, არ მომწონს. ბუნებრივი ქალი მიყვარს, არ მიყვარს მაკიაჟიანი ქალი. არ ილევა ვნება და ნება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები