"იმაზე უფრო გრანდიოზული და ემოციური იქნება, ვიდრე როდესმე" - რას შესთავაზებენ "ნიჭიერის" შშმ მონაწილეები მაყურებელს ფინალში

"იმაზე უფრო გრანდიოზული და ემოციური იქნება, ვიდრე როდესმე" - რას შესთავაზებენ "ნიჭიერის" შშმ მონაწილეები მაყურებელს ფინალში

13 იანვარს,"რუსთავი2"-ს ეთერში ყველაზე რეიტინგული შოუს, "ნიჭიერის" ფინალს ქართველი მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება. ფინალისტები სხვადასხვა სფეროს და ჟანრის წარმომადგენლები არიან, შესაბამისად, სანახაობა ძალიან მრავალფეროვანი გამოვა. განსაკუთრებით საინტერესო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კონკურსანტების ნომრებია. თემოს და ქეთის, კოკასა და ნინოს გამოსვლამ ქართველი მაყურებელი ერთსულოვნად აღაფრთოვანა. საინტერესოა, რას გააკეთებენ ისინი შოუს ფინალში. ამასთან დაკავშირებით პროექტის ქორეოგრაფს აჩიკო სოლოღაშვილს დავუკავშირდით.

- ფინალი იმაზე უფრო გრანდიოზული და ემოციური იქნება, ვიდრე ოდესმე. კონკურსანტები ძალიან დაიხვეწნენ და შემოქმედებითად განვითარდნენ. შედეგს აუცილებლად ნახავს მაყურებელი. გპირდებით, რომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება როგორც კოკასა და ნინოს, ასევე ქეთისა და თემოს ნომრები.

- ვისი იდეა იყო მათი ნომრები და რამდენად საინტერესოა ამ ადამიანებთან მუშაობა?

- ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება იდეას, ნახევარფინალში წარმოდგენილი ნომრები შეიძლება ითქვას, რომ მეტწილად ჩემი იდეა იყო. თუმცა, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, ის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც ამ კონკურსანტების გამოსვლამ მოიტანა. მე და"ნიჭიერის" შემოქმედებითი ჯგუფი, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შოუ იყოს ძალიან დახვეწილი, ემოციური და განსხვავებული. რაც შეეხება ამ კონკრეტული კონკურსანტების საფინალო ნომრებს, შემიძლია აქვე გითხრათ, რომ უანალოგოა.

- ჭოლამ კოკას და ნინოს გამოსვლის შემდეგ, ნახევარფინალში თქვა, რომ ეს არის ახალი თეატრი...

- ის, რომ ახალი სიტყვაა, ამაში ვეთანხმები ჭოლას. ის, რომ ახალი თეატრი იბადება, თუ ამ სამყაროს მეტრმა ასე შენიშნა, რა უფლება მაქვს, შევეწინააღმდეგო. მიხარია, თუ ამას ახალი თეატრის დაბადება მოჰყვება შედეგად. ეს არის ბედნიერება და ყოველი ჩვენგანის მიღწევა.

სალომე ახალაია

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები