"მყესი მთლიანად მაქვს გაწყვეტილი" - გიორგი ყიფშიძე ექიმების დახმარების იმედად

"მყესი მთლიანად მაქვს გაწყვეტილი" - გიორგი ყიფშიძე ექიმების დახმარების იმედად

მსახიობმა და სატელევიზიო შოუ "ნიჭიერის" წამყვანმა გიორგი ყიფშიძემ ფეხი მოიტეხა, რის გამოც პროექტის წინა "ლაივმა" მის გარეშე ჩაიარა, თუმცა რთული მდგომარეობის მიუხედავად, მსახიობი ახლა თავს უკეთ გრძნობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ფინალურ შოუს გაუძღვეს.

- აღმოჩნდა, რომ იმაზე რთული მდგომარეობა მქონია ფეხზე, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა. მყესი მთლიანად მაქვს გაწყვეტილი. თუმცა, ჩვენი "ექიმები"-ს წამყვანი ექიმები დამპირდნენ, რომ მათი კოლეგების დახმარებით, შეუძლებელს შეძლებდნენ მოკლე დროში და ფეხზე დამაყენებდნენ. ასეც მოხდა. თაბაშირი მომხსნეს, ფიქსატორი მომარგეს და მმკურნალობენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ხვალ უკვე რეპეტიციაზე შევძლებ მისვლას. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი დახმარებისთვის.

- როგორი შეგრძნება იყო შოუს ტელევიზორით ყურება?

- ძალიან განვიცადე, რომ იქ ვერ ვიყავი. ვშფოთავდი რაღაცნაირად. როგორც კი გადაცემა მორჩა, ბიჭები - ვანიკო, ნიკა და შემოქმედებითი ჯგუფის რამდენიმე წევრი ჩემთან სახლში ამოვიდნენ, გამამხნევეს და გამართეს. ისე, ტელევიზორში რომ ვნახე შოუ, კიდევ უფრო მომეწონა. უმაგრესი სანახაობა იყო. მიუხედავად ამისა, მირჩევნია ფეხზე დავდგე და "ნიჭიერის" ფინალი სცენაზე წავიყვანო. ეს გაცილებით მაგარი შეგრძნებაა!

სალომე ახალაია

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები