მიტინგებიდან დაწყებული კარიერა და უნიკალური კადრები მძიმე 90-იანებიდან

მიტინგებიდან დაწყებული კარიერა და უნიკალური კადრები მძიმე 90-იანებიდან

ირაკლი გედენიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. 25-ე წელი დაიწყო, რაც საყვარელ საქმეს ემსახურება და ამის გამო, ხშირად რთული პერიოდიც ჰქონია. იყო დეპრესიაც, როდესაც სახლიდან გამოსვლა არ უნდოდა, მაგრამ დღეს ისევ აქტიურად მუშაობს, ''ინტერპრესნიუსის'' ფოტორეპორტიორი და ''პალიტრა მედიის'' ფოტობიუროს ხელმძღვანელია.

- 15 წლის ვიყავი, როდესაც ფოტოაპარატი ხელში დავიჭირე. მაშინ ეროვნული მოძრაობა პიკში იყო. სახლში ბაბუას ძველი აპარატი გვქონდა, ხელში ავიღე და გადასაღებად გავედი. 9 აპრილის შემდეგ ეროვნული მოძრაობა უფრო გაძლიერდა და ვფიქრობდი, ქუჩაში დროშის ფრიალის ნაცვლად, ჩემი არქივისთვის ისტორია შემექმნა. მაშინ ფირი არ იშოვებოდა და კადრების რაოდენობა დათვლილი მქონდა. ერთი ფირი ორი კვირა უნდა მყოფნოდა. ერთი წლის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა, რომ ''საქინფორმის'' რედაქცია ფოტოგრაფობის მსურველებს სასწავლებლად იწვევდა. ჩემი ფოტოფირები რომ ნახეს, მითხრეს, ამას სწავლა არ უნდაო და შტატგარეშე კორესპონდენტად ამიყვანეს. 1990 წელი იდგა და წარმოიდგინეთ, საბჭოთა პერიოდის აპარატიდან ''ნიკონის'' ფირმის ფოტოაპარატზე გადავედი. მაშინ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ჩემი პროფესიისთვის.

განაგრძეთ კითხვა

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები