გიორგი გაბუნია დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის

გიორგი გაბუნია დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშს იხდის

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. პეტრო პოროშენკომ ბრძანებას ხელი რეფორმების მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ცოტა ხნის წინ მოაწერა. ამ ინფორმაციის გავრცელებას კი "კურიერის" ეთერში შეცდომა მოჰყვა, რადგან ჟურნალისტმა მაყურებელს შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ პატივს სცემს უკრაინის პრეზიდენტის არჩევანს. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის აღნიშნული კომენტარი, რომელიც არქივიდან არის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას არ ეხებოდა, მეყურებელს შეექმნა წარმოდგენა, რომ მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობის არჩევანს პატივს სცემს.

ტელეკომპანიამ მოგვიანებით დეზინფორმაციისთვის ბოდიში მოიხადა.

"მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ როდესაც დღეს(14.02.2014) მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ვსაუბრობდით, ჩვენმა ჟურნალისტმა შემოგვთავაზა პრეზიდენტის კომენტარი, რომელიც ამბობდა, რომ ის პატივს სცემს უკრაინის პრეზიდენტის ყველა გადაწყვეტილებას, თუმცა ჟურნალისტმა მექანიკური შეცდომა დაუშვა და თქვა, რომ ეს განცხადება დღეს გაკეთდა. მე მინდა დავაზუსტო, რომ ეს ძველი განცხადებაა და ის არ გაუკეთებია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ", - აღნიშნა "კურიერის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები