რატომ არ თხოვდება თეა წულუკიანი - როგორ პასუხობს მინისტრი შალვა რამიშვილის უტაქტო ხუმრობას

რატომ არ თხოვდება თეა წულუკიანი - როგორ პასუხობს მინისტრი შალვა რამიშვილის უტაქტო ხუმრობას

"შალვა რამიშვილის შოუს" საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა. წულუკიანმა წამყვანის მიერ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით დასმულ უტაქტო შეკითხვას იუმორით უპასუხა.

ფრაგმენტი გადაცემიდან:

შალვა რამიშვილი: რატომ არ თხოვდები, მთელი "ოცნების" ქალები გათხოვდნენ - ელისო ჩაფიძე, ანი მიროტაძე, რავიცი, კიდევ ბევრი და ყველა ქალები გათხოვდნენ, შენ რაღამ დაგარჩინაო?! რატომ არ თხოვდები?

თეა წულუკიანი: მე მინდა, რომ ის ერთი ადამიანი, ვინც სადღაც, ალბათ არსებობს, ბედნიერი იყოს.

შალვა რამიშვილი: გაზეთში წავიკითხე, გავიცნობ ოჯახის შექმნის მიზნით მაღალ, ქერა და ცისფერთვალება მამაკაცს, მელოტები და "ნაცები" ნუ გამომეხმაურებიან. შენი განცხადებაა, ხომ?

თეა წულუკიანი: არ ვიცი, არ დამიწერია. აფექტში ვიყავი ალბათ "ნაცებზე"...

შალვა რამიშვილი: მეეიყვანე ქმარი, თეა, მეიიყვანე, ქმარი... "ნაცი" მეიყვანე, ოღონდ მეიყვანე...

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის პირადი ცხოვრების შესახებ პრესა ხშირად საუბრობს. 2013 წლის მიწურულს მინისტრის გათხოვების თაობაზეც კი იწერებოდა, და იმ დროს გავრცელებული ხმების მიხედვით, წულუკიანის რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია.

თავად თეა წულუკიანი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობდა მედიასთან, თუმცა, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, აღიარა, რომ აპირებდა დაოჯახებას, მაგრამ გეგმები მისმა პოლიტიკურმა აქტივობამ გადაავადა. იმავე ინტერვიუში მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ მისი რჩეული ქართველი მამაკაცი იყო, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები