პალიტრა TV-მ HD ხარისხით მაუწყებლობა დაიწყო

პალიტრა TV-მ HD ხარისხით მაუწყებლობა დაიწყო

პალიტრა TV-მ HD ხარისხით მაუწყებლობა დაიწყო. არხი უახლესი ტექნიკით გადაიარაღდა. თანამედროვე აპარატურით აღჭურვაში პალიტრა TV-ს პარტნიორობა გაუწიეს კომპანიებმა: "ინოვატორი", "Sony", "Linear Acoustic".

HD ხარისხით გადაცემები ეთერში ახალი სტუდიებიდან გავიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პალიტრა TV-ს დირექტორმა, ინგა დადიანმა განუცხადა, რამდენიმე გადაცემას დრო შეეცვალა. კერძოდ, გადაცემა "პროვოკატორი" ეთერში გავა სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 18:30 საათზე, ხოლო დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან ერთად მერაბ მეტრეველი შეაჯამებს. გადაცემა "რეზიუმე" ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 21:30 საათზე გავა.

ინგა დადიანის ინფორმაციით, არხი ახალ პროექტებზე მუშაობას განაგრძობს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები