რატომ გამორთო "რუსთავი 2"-მა ღარიბაშვილის პირდაპირი ეთერი

რატომ გამორთო "რუსთავი 2"-მა ღარიბაშვილის პირდაპირი ეთერი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე გამოსვლის პირდაპირი ეთერი შეწყვიტა, რის მიზეზადაც "კურიერის" წამყვანმა პაატა იაკობაშვილმა მაუწყებლობის შესახებ ამოქმედებული კანონი დაასახელა.

"ჩვენ იძულებულნი ვართ, გავწყვიტოთ პრემიერის გამოსვლა პირდაპირ ეთერში, რადგან ამას მოითხოვს დღეს ამოქმედებული კანონი მაუწყებლობის შესახებ" - განაცხადა კურიერის წამყვანმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებასა და პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები