"რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა რეგიონებში შეწყდა

"რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა რეგიონებში შეწყდა

რატომ გაითიშა "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა რეგიონებში? ამ კითხვაზე პასუხის დადგენას ტელეკომპანია თურქულ მხარესთან ცდილობს.

თურქული სატელიტის სიხშირეზე რომლითაც "რუსთავი 2"-ი მაუწყებლობს ამ დროისთვის ტელეკომპანია GDS-ი მაუწყებლობს. მომხდარის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

ის, რომ რეგიონებში "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა შეწყდა ტელეკომპანიას, რეგიონებიდან მოქალაქეებმა მიაწოდეს.

ამ დროისთვის "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა შეწყვეტილია - ახმეტაში, თელავში, ყვარელში, ხაშურში, ახალციხეში, ფოთში, ოზურგეთში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები