"ორი კონკურსანტი მემუქრება, საშინელება მომელის" - რა ვერ მოხვდა "X ფაქტორის" პირველ გადაცემაში და ვინ ემუქრება გიორგი გაბუნიას

"ორი კონკურსანტი მემუქრება, საშინელება მომელის" - რა ვერ მოხვდა "X ფაქტორის" პირველ გადაცემაში და ვინ ემუქრება გიორგი გაბუნიას

"რუსთავი 2"-ის ეთერში "X ფაქტორის" მეორე სეზონის პრემიერა შედგა და შოუმ წარმოუდგენლად დიდი რეიტინგიც მოიპოვა. მაყურებელმა ახალი ნიჭიერი და საინტერესო კონკურსანტები გაიცნო, რომლებიც პროექტში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. Ambebi.ge დაინტერესდა, რა ვერ მოხვდა ეთერში და პროექტის მენტორებს დაუკავშირდა.

ანრი ჯოხაძემ ჟიურის ამპლუაში საკუთარი თავი პირველად სწორედ "იქს ფაქტორის" ამ სეზონზე მოსინჯა.

- კმაყოფილი ვარ პირველი გადაცემით, დინამიური იყო, ბევრი იუმორი, ნიჭიერი ადამიანი იყო ნაჩვენები და საზოგადოებას მოეწონა. იმ რეიტინგების გათვალისწინებით, რომელიც გადაცემას ჰქონდა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონმა უფრო გაამართლა.

- ხომ არ ნანობ შენს მიერ ნათქვამ "კის" ან "არას"?

- ვნანობ - არა, უბრალოდ, ვცფიქრობ "კი" რამ მათქმევინა. ის გოგო, რომ ტიროდა, წითელი "ბლუზკა" რომ ეცვა, მისთვის "კი" რამ მათქმევინა. ჰუმანურობის პონტში ვუთხარი "კი", მაგრამ ბოლოს 4 მენტორი როცა ჯდება, საუკეთესოებიდან საუკეთესოს არჩევენ. ემოციის გამო შეიძლება უთხრა "კი", მაგრამ ზუსტად იცი, ფინალში ვერ მოხვდება. მგონი ეს იყო ერთადერთი შემთხვევა.

- ხომ არ მიიჩნევ, რომ ძალიან მკაცრი ხარ?

- მკაცრი უნდა ვიყო, არ უნდა ვიყო?! მე ვარ ჟიური, რომელიც იუმორში გეტყვის იმ საშინელებას, რაც გჭირს სიმღერაში. მანამდე უფრო ცუდ კომენტარებს ვკითხულობდი ჩემს ენაზე და გუშინდელი ღამის მერე შეიცვალა ყველაფერი. შევხედოთ მეორე მხრიდან: რა უზნეოა ადამიანი შინაგანად, რომელსაც ნიჭი არ აქვს და მოდის მუსიკალურ ტაძარში და თავის უმსგავსო, უნიჭო გამოსვლას მიკანონებს და მტენის, რომ ეს არის კარგი. ამ დროს მე რა უნდა ვუპასუხო? ვუთხრა კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ ვერ მღერითქო? მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა, სცენაზე რომ დგახარ უნიჭო ნამღერით. სხვანაირად როგორ გავცე პასუხი? იუმორშიც არ ვუთხრა, რომ უბედურება იყო?

- რა დარჩა კადრს მიღმა?

- ეს სხვადასხვა ჩაწერებიდან არის აწყობილი და ასე ვერ ვიტყვი. ბევრი რაღაც ვერ მოხვდა ეთერში (იცინის). თუნდაც ის, როგორ მივირთმევ დესერტად ჩემს გაბუს (გულისხმობს გიორგი გაბუნიას). ბევრი სასაცილო რაღაცაა, ქვეყანა ამ შიმშილობის ხანაში და დუხჭირ პერიოდში მაგრად გაერთობა. მდგომარეობას რაღაცით მაინც გავაფერადებთ და გავალამაზებთ. მთელი საქართველო გაერთობა. მთავარია, კარგ ხასიათზე იყო, თან ნიჭიერ ადამიანებს აღმოვაჩენთ.

გიორგი გაბუნია:

- დარბაზში როცა ხარ სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს და ტელევიზიით სხვანაირად ჩანს. ჩვენ დღეში 40 ადამიანს ვუსმენდით და არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი. სხვათაშორის, ყველგან გამართლდა ჩემი "არა" და "კი". ჩემმა თავმა არ გამიწბილა იმედები. ერთად ვუყურებდით მე და ანრი. რამდენჯერაც ერთი-ორ გოგოს უთხრა კი, ვისაც მე "არას" ვეუბნებოდი, მუჯლუგუნს ვურტყამდი (იცინის). გადაცემის ბოლოს ვნახე ანონსი და გავიგე, რომ მეორე გადაცემაში საშინელება მომელის. მემუქრება ორი კონკურსანტი და არ მახსოვს, რა ვუთხარი. ინტერესით ველოდები, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები