ცნობილი მომღერლები "X ფაქტორიდან" "გამოყარეს"? - შოუ დაწყებისთანავე სკანდალში გაეხვა

ცნობილი მომღერლები "X ფაქტორიდან" "გამოყარეს"? - შოუ დაწყებისთანავე სკანდალში გაეხვა

"რუსთავი 2"-ს "X ფაქტორის" პირველი გადაცემის შემდეგ მაყურებელმა ბევრი ახალი, ნიჭიერი მომღერალი თუ ბენდი აღმოაჩინა. მათ ძალიან გაუმართლათ - ეკრანზე გამოჩენისთანავე მათზე მთელი საქართველო ლაპარაკობს, მაგრამ, როგორც ირკვევა, არ გაუმართლათ მათ, ვინც უკვე მოპოვებული პოპულარობის შესანარჩუნებლად ავიდა შოუს სცენაზე...

გადაცემის პირველი ეპიზოდის გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ "X ფაქტორის" მენტორებმა შოუდან ცნობილი მომღერლები "გამოყარეს".

სახელდება კონკრეტული მომღერლების გვარებიც, რომლებიც გამარჯვების თუ არა, მინიმუმ შოუს ფინალში გასვლის იმედად მივიდნენ "X ფაქტორში" მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მაყურებლისთვის ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, მენტორებმა უარით გამოისტუმრეს. ესენი არიან ლიზა ყენია, ალეკო ბერძენიშვილი, მარიამ პავლიაშვილი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, - ლიკა შუბითიძე...

იმას, რომ შოუში მისვლა მათთვის წარუმატებლად დამთავრდა, მომღერლების ნაწილი ადასტურებს და ამაზე Facebook-ზეც საუბრობენ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შოუ ჯერ მხოლოდ ახლა იწყება და "ზედმეტი პიარი არ აწყენთ", შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ისე არ წვიმს, როგორც ქუხს". გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არც "X ფაქტორში" აკეთებენ. თუ ეს მართლაც ასეა და შოუს მენტორებმა ეს მომღერლები კონკურსს მიღმა დატოვეს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კონკურსანტებს შორის იმდენად მაღალი დონის შემსრულებლები არიან, რომ ჟიურიმ ძველსა და ახალ ხმებს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა...

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ს მუსიკალური ტალანტ-შოუ "X ფაქტორის" ახალი ეპიზოდის ნახვა მაყურებელს ორშაბათს, 13 აპრილს შეეძლება.

გიორგი მეტრეველი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები