საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია 15 პუნქტით გაიუმჯობესა

საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია 15 პუნქტით გაიუმჯობესა

საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში პოზიცია 15 პუნქტით გაიუმჯობესა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2015 წლის ანგარიშში საქართველოს 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილი უკავია.

ახალი ანგარიში ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პრესის თავისუფლების ინდექსში პირველი ხუთი ადგილი ფინეთს, ნორვეგიას, დანიას, ნიდერლანდებს და შვედეთს უკავია, ბოლო – 180-ე ადგილზე კი ერითრეაა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელს ქვეყნებს, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით მათი ადგილები ასე გამოიყურება: სომხეთი 78-ე, თურქეთი 149-ე, რუსეთი 152-ე აზერბაიჯანი კი 162-ე ადგილს იკავებს.

შარშან საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის 84 ადგილი ჰქონდა განსაზღვრული.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები