"პალიტრა მედიის" გამოცემა Georgian Journal - ის მთავარ რედაქტორს "ოქროს ფრთა" გადაეცა

 "პალიტრა მედიის" გამოცემა Georgian Journal - ის მთავარ რედაქტორს "ოქროს ფრთა" გადაეცა

2015 წლის საერთაშორისო ფონდის "ოქროს ფრთის" დაჯილდოვების მეთოთხმეტე ცერემონია გაიმართა.

დღეს დაჯილდოვდნენ პრესის, ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები, ახალგაზრდა მწერლები და პოეტები, კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი ბიზნესმენები და მეცენატები.

საერთაშორისო ფონდის პრიზი, საქართველოს აქტიური პროპაგანდისა და ყოველკვირეული ინგლისური გაზეთის ინოვაციური მიმართულებით განვითარებისთვის გადაეცა"პალიტრა მედიის"  გამოცემა Georgian Journal -ის მთავარი რედაქტორს, ვაჟა თავბერიძეს.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი "ოქროს ფრთა" 2003 წელს დაარსდა. დამფუძნებელი ჟურნალისტი ეთერ ჯიშკარიანი. 2012 წლიდან ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი "ოქროს ფრთის" პრეზიდენტია თამარ ფხაკაძე. ოქროს ფრთა ერთადერთი საპატიო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები