"ჩემს ჩამოშორებას ბევრი ცდილობდა..." - მაია ასათიანი

"ჩემს ჩამოშორებას ბევრი ცდილობდა..." - მაია ასათიანი

"მას კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს. შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს. მისი გონება ერთდროულად უამრავ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს, რასაც შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, ოსტატურად იყენებს.

თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, განრისხებული სტიქიასავით დაუნდობელია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი ჟურნალისტის - მაია ასათიანის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით დიდად გატაცებული არასდროს ვყოფილვარ და არც ასტროლოგთა რჩევებს ვითვალისწინებ. თუმცა კი ძალზე მაინტერესებს, დღეს რა უნდა მკითხო?

- "თქვენ ნამდვილი გველი ხართ", - აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალს ასეთ კომპლიმენტსაც ეუბნებიან.

- ის, რომ გველის წელში ვიყავი დაბადებული, პირველად 12 წლისამ გავიგე და არ მესიამოვნა. ვაპროტესტებდი, - სხვა თუ ვეფხვი ან ცხენია, მე გველი რატომ უნდა ვიყო-მეთქი? მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიმოგზაურე, რა თქმა უნდა, მოსაზრება შემეცვალა.

- "სძულს მარცხი, მაგრამ ბუნებით მშვიდია".

- როცა ვმარცხდები, ამას ძალიან განვიცდი. ვცდილობ, გარეგნულად არაფერი შევიმჩნიო, მაგრამ ეს არ გამომდის. ვისწავლე მარცხის აღიარებაც და გეტყვით: დავმარცხებულვარ პირად ცხოვრებაში, მაგრამ საქმეში დიდი მარცხი არ მქონია. ყოველი დაცემის შემდეგ უნდა წამოდგე და გზა განაგრძო.

- "ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, თუ ის რისკთან არ არის დაკავშირებული".

- პირიქით, ძალიან რისკიანი ვარ. ამაზე ისიც მოწმობს, რომ ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე...

- "მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს".

- პირადად მე, მეტოქედ არავინ ჩამითვლია, მაგრამ გზიდან ჩემს ჩამოშორებას ბევრი ცდილობდა; მუდმივად ბრძოლა მიწევდა.

- დღეს ქართულ სატელევიზიო ბაზარზე მეტოქედ ვინ მიგიჩნევს?

- ამ შემთხვევაში, დუმილის უფლებას გამოვიყენებ.

განაგრძეთ კითხვა

წყარო| gzapress.ge

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები