"მაფიაზე გათხოვილი" - მაყურებელი დღეიდან ახალ ამერიკულ კრიმინალურ მელოდრამას იხილავს

"მაფიაზე გათხოვილი" - მაყურებელი დღეიდან ახალ ამერიკულ კრიმინალურ მელოდრამას იხილავს

"მაფიაზე გათხოვილი" ამერიკული კრიმინალური მელოდრამაა, რომლის ჩვენებაც 2014 წლის შემოდგომაზე აშშ-სა და ევროპის არხებმა წარმატებით დაიწყეს და "პალიტრა TV"-ს საშუალებით, მას დღეიდან ქართველი მაყურებელიც იხილავს. სერიალი ეთერში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 22:30-ზე გავა.

მსახიობებს, რომლებიც ამ სერიალში მონაწილეობენ, საქართველოშიც კარგად იცნობენ და მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ. ისინი ერთ-ერთი უმსხვილესი კინოკომპანიის - "ტელემუნდოს" ვარსკვლავები არიან - პაოლა ნუნიესი, ეუხენიო სილერი, კატრინ სიაჩოკე, ხუან სოლერი და ლაურა ფლორესი. რაც შეეხება ფილმის მუსიკალურ გაფორმებას, სიმღერას პოპულარული და ბევრი მელომანისათვის საყვარელი მომღერალი - ენრიკე იგლესიასი ასრულებს. "მე ვარ ენრიკე იგლესიასი და ვასრულებ მთავარ სიმღერას სერიალში "მაფიაზე გათხოვილი". გვიყურეთ "პალიტრა ტვ-ზე" - ამბობს ის სერიალის "პრომოში".

ფილმი 140-სერიიანია და "პალიტრა ტვ"-ს "ეთერში" ყოველ სამუშაო დღეს - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 22:30 წუთზე გავა. სერიალის სიუჟეტი ძალზე საინტერესო და დაძაბულია - მაღალი საზოგადოების ინტრიგები, ტყუილი და ღალატი, ძვირფასი ლითონებისა და ქვების კონტრაბანდა და ყოვლისშემძლე მაფია. არის სიყვარული, რომელიც ტყუილით დაიწყება და ტრაგედიით დასრულდება. შემდეგ კი - მძიმე 8 წელი, რომელიც შეყვარებულებს მტრებად გადააქცევს და კანონის სხვადასხვა მხარეს დააყენებს. დღეს, ერთი მათგანი მაფიის მეთაურის მეუღლეა, ხოლო მეორე - ამ მაფიას ებრძვის. რა საიდუმლოებებს ინახავს ცხოვრებიდან ამოშლილი 8 წელი და რა უფრო ძლიერია - სიყვარული თუ შურისძიების წყურვილი.

აღსანიშნავია, რომ სერიალი მსახიობ კოტე თოლორდავას უნდა გაეხმოვანებინა, როგორც კი მოსკოვიდან დაბრუნდებოდა, მაგრამ მისი ტრაგიკული დაღუპვის გამო, "ხმისთვის" სხვა მსახიობი შეირჩა... ქალბატონებს ფილმში გვანცა ლაღიძე ახმოვანებს, მამაკაცებს კი - მსახიობი ზურა გორგაძე, რომელსაც ტელემაყურებელი კარგად იცნობს პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები", სადაც ის სალომე ჭაჭუას პარტნიორი იყო. გარდა ამისა, იგი არაერთ ფილმს ახმოვანებს და მისი ხმა მაყურებელში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები