გიორგი გაბუნია ბიჭებზე გაკეთებულ არჩევანზე და მაია ასათიანი შოუზე, რომელსაც საქართველო სულგანაბული უყურებს

გიორგი გაბუნია ბიჭებზე გაკეთებულ არჩევანზე და მაია ასათიანი შოუზე, რომელსაც საქართველო სულგანაბული უყურებს

"X ფაქტორის" შესარჩევი კონკურსები დასასრულისკენ მიდის. ე.წ. "სკამების ეტაპის" შედეგად, ჟიურიმ საუკეთესოთა შორის საუკეთესო შეარჩია. გიორგი გაბუნიას - ბიჭების, ანრი ჯოხაძეს - ბავშვების, სოფო ნიჟარაძეს - გოგონების, თამთა გოდუაძეს კი ბენდების ჯგუფი ჰყავთ. პროექტის შემქმნელებმა გადაცემას ტრადიციისამებრ ისევ ერთად უყურეს და საკუთარი გადაწყვეტილებები ეკრანიდან შეაფასეს.

გიორგი გაბუნია (ჟიურის წევრი): ბიჭების გუნდი მყავს მე. თუ შეამჩნიეთ, დღევანდელ გადაცემაში სპეციალურად იყო ერთად შერჩეული ის შემთხვევები, როდესაც ჟიურის სამივე წევრი ამბობდა "კის" და მე "არას". იქ არავინ მეთანხმებოდა, მაგრამ თუ დააკვირდება მაყურებელი, ბოლოს საუკეთესო ათეულში სწორედ ისინი მოხვნენ, ვისზეც მე "კი" ვთქვი. მე ვიყავი მართალი. ჩემი კატეგორიით ძალიან კმაყოფილი ვარ. ათი საუკეთესო ბიჭიდან 4 შევარჩიე, რთული იყო ძლიერთა შორის ძლიერის არჩევა, მაგრამ რა ვქნა. დამწყდა გული რამდენიმე კანდიდატის დათმობაზე, მაგრამ მაგას ვერ მათქმევინებთ. არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. ჩემი ოთხი ბიჭი ჩემთვის საუკეთესოა იმათგან, ვინც შევარჩიე.

გადაცემის შემქნელებთან ერთად უყურა "იქს ფაქტორს" მაია ასათიანმაც.

- ფავორიტი მყავს პროექტში, მაგრამ ვერ დავასახელებ. ზოგადად "რუსთავი 2"-ის ყველა პროექტის აქტიური გულშემატკივარი ვარ და მიმაჩნია, რომ ჩვენი გუნდის წარმატება სწორედ ის არის, რომ ისე ვართ, როგორც "სამი მუშკეტერი", ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის. სხვანაირად არ შეიძლება.

- ჟიური რამდენად ობიექტურია?

- ეს არის შოუ და მე, როგორც შოუს ერთ-ერთი პროდუსერი, ისე ვუყურებ ამას. მთავარი არის ის, რომ ახლა მთელი საქართველო სულგანაბული უყურებს პროექტს. მთავარია შოუ და შოუ შედგა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები