"რეზიუმეს" ეთერში თამარ სანიკიძე და ავთანდილ სუდაძე ისაუბრებენ

 "რეზიუმეს" ეთერში თამარ სანიკიძე და ავთანდილ სუდაძე ისაუბრებენ

დღეს, 21:30 საათზე, პალიტრა TV-ს გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში განათლების მინისტრი და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ისაუბრებენ.

უნდა მიიღოს თუ არა სკოლებმა 6 წლამდე ასაკის ბაშვები, რა პრობლემები შეიქმნა და რას პასუხობს განათლების სამინისტრო მშობლებს, რომლებიც სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვების შეყვანას აპროტესტებენ, ნაწილი კი მიესალმება. ამ და სხვა საინტერესო თემებზე კითხვებს პირდაპირ ეთერში თამარ სანიკიძე უპასუხებს.

თბილისის მოუწესრიგებელი ქუჩები, საზოგადოების პროტესტი და დედაქალაქის განვითრების გზები,  ეს ის თემებია, რომელზეც გადაცემის მეორე ნაწილში მერაბ მეტრეველის კითხვებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ავთანდილ სუდაძე უპასუხებს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები