სექსუალური, ვნებიანი, მკაცრი თუ სერიოზული - როგორი მამაკაცები მოსწონთ ქართველ დიასახლისებს

სექსუალური, ვნებიანი, მკაცრი თუ სერიოზული - როგორი მამაკაცები მოსწონთ ქართველ დიასახლისებს

ნეგინ აკიურეკი, ეუხენიო სილერი, ქენან იმირზაოღლუ, ოზჟან დენიზი - ამ ოთხმა მამაკაცმა უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა ქართული არხების საშუალებით დიასახლისები ეკრანს მიაჯაჭვა. სერიალის მოყვარულები მათ კარგად იცნობენ და მსახიობების ბიოგრაფიასაც სიამოვნებით ეცნობიან.

"რომელია ყველაზე მომხიბლავი მამაკაცი პოპულარული სერიალებიდან?" - ამ სათაურით გამოკითხვა, საიტ marao.ge-ზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში მონაწილეებს შეეძლოთ, ამ ოთხი მამაკაციდან სასურველისთვის ხმა მხოლოდ ერთხელ მიეცათ. დაახლოებით 10 000 ხმით მარტივად გავარკვიეთ, როგორი მამაკაცები იზიდავენ ქართველ დიასახლებისებს და ძირითადად რა მოსწონთ მამაკაცებში, რადგან თითოეულ მსახიობს, გამორჩეული თვისება აქვთ.

მაგალითად, ეუხენიო სილერი, რომელიც სერიალ "მაფიაზე გათხოვილში" (''პალიტრა TV'') მთავარ გმირს თამაშობს, ზედმეტად ვნებიანია და როგორც ჩანს, ასეთი მამაკაცები ქალებს განსაკუთრებულად იზიდავს, რადგან მექსიკელი ეუხენიო მეორე ადგილზე გავიდა და უკან ორი თურქი მამაკაცი ჩამოიტოვა.

პირველ ადგილზე გავიდა ენგინ აკიურეკი, რომელიც სერიალში "შავი ფული და სიყვარული" ("მაესტრო") თამაშობს. ზედმეტად მკაცრი გამომეტყველების სამართლიანობისთვის მებრძოლი თურქი მსახიობი საკუთარ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს.

სექსუალური ოზჟან დენიზი "შავი ვარდის" ("იმედი") ვარსკვლავია. სერიალებში მონაწილეობის 13 წლიანი გამოცდილების წყალობით, მარტივად შეუძლია სექსუალური მამაკაცის როლის მორგება, თურმე მექსიკელ ვნებიანს ვერ აჯობა და მესამე ადგილს დასჯერდა.

ბოლო, მეოთხე ადგილზე ქენან იმირზაოღლუ, "ქარადაის" (რუსთავი 2) ვარსკვლავი გავიდა, რომელიც იმდენად სერიოზულია თავის როლში, რომ როგორც ჩანს, დიასახლისები ნაკლებად მოიხიბლნენ მისით. თუმცა პოპულარობა მაინც არ აკლია და მეორე პროფესიით, საოპერო ტენორი ბროდვეიზე ენდრიუ ლოიდ ვებერის ''ოპერის ფანტომის'' დადგმაში მონაწილეობს.

ნინო გიგიშვილი

სპეციალურად "ამბებისთვის"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები