თბილისის წყალდიდობა CNN-ის, BBC-ის და სხვა უცხოური მედიის ობიექტივში

თბილისის წყალდიდობა CNN-ის, BBC-ის და სხვა უცხოური მედიის ობიექტივში

წუხანდელი წყალდიდობა უცხოური მედიის მთავარ სიახლეებში მოხვდა. CNN, BBC, REUTERS, SKY NEWS-ის და სხვა წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა.

"წყალდიდოაბის შედეგად რამნდენიმე ადამიანი დაიღუპა და ბევრი უსახლკაროდ დარჩა. დაიტბორა ქალაქის ზოოპარკიც. ზოგიერთი ცხოველი დაიხრჩო, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს. ზოოპარკის 600 ბინადრიდან თითქმის ნახევარი დაიკარგა" – წერს CNN.

ნახეთ ინგლისურენოვანი ვერსია georgianjournal.ge-ზე

"დაკარგულ ცხოველებს შორის არიან ვეფხვები, ლომები და მგლები. ჰიპოპოტამი კი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე კუთხეში მიიმწყვდიეს და ტრანკვილიზატორის იარაღის გამოყენებით ზოოპარკში დააბრუნეს. მაშველები შლამიდან და ნანგრევებიდან ადამიანთა გამოყვანას ცდილობენ." – ნათქვამია BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ზოოპარკში აცხადებენ, რომ სამი გარდაცვლილიდან, რომელიც მათ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, გულიკო ჭიტაძეცაა - ზოოპარკის თანამშრომელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვეფხვის თავდასხმის შედეგად ხელი დაკარგა. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ძარალი 10 მლნ დოლარს აღწევს" – წერს SKY NEWS.

"წყალდიდობას, რომელმაც ადამინათ მსხვერპლიც გამოიწვია, ზოოპარკიდან მგლების, ლომების, ვეფხვების და ბეჰემოთის გაქცევა მოჰყვა. შეშინებულ მოსახლეობას სთხოვენ შინ დარჩნენ, რათა გარეული ცხოველებიც მსხვერპლად არ იქცნენ. სოციალურ ქსელში ქუჩაში მოხეტიალე ბეჰემოთის ფოტოები ვრცელდება, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ უდიდეს მაგისტრალზე დააბოტებს" – წერს მირორი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები