"რეიტინგის" ახალი ეტაპი იწყება – 27 ივლისიდან ჟურნალი თვეში ერთხელ ახალი კონცეფციით გამოვა!..

"რეიტინგის" ახალი ეტაპი იწყება – 27 ივლისიდან ჟურნალი თვეში ერთხელ ახალი კონცეფციით გამოვა!..

"რეიტინგის" ახალი ეტაპი იწყება – 27 ივლისიდან ჟურნალი თვეში ერთხელ ახალი კონცეფციით გამოვა!..

ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ჟურნალ "რეიტინგის" რედაქტორის, ნინო მურღულიას საკმაოდ ემოციური სტატუსი გამოქვეყნდა, სადაც წერდა, რომ ჟურნალის 13-წლიანი ეპოქა შემდეგი კვირიდან დასრულდებოდა და იხსენებდა ჟურნალში გატარებულ საინტერესო პერიოდს.

მკითხველებისთვის სტატუსის შინაარსი საკმაოდ ორაზროვანი აღმოჩნდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნაწილის აზრით, ჟურნალი დაიხურა, ხოლო დანარჩენები კითხვას სვამდნენ, ტოვებდა თუ არა ნინო ჟურნალს.

რა ხდება რეალურად "რეიტინგში", ამ თემაზე ჟურნალის რედაქტორს ვესაუბრეთ.

- "რეიტინგი" არ დახურულა, უბრალოდ, 13 წელია, რაც ეს ჟურნალი არსებობს და მეორე ნომრიდან ვწერ. მთელი ჩემი ცხოვრება ამ გუნდს უკავშირდება, რომელიც "რეიტინგს" აკეთებს. ჩემი პოსტი ჟურნალის ცხოვრების პირველი ეტაპის დასრულებას ეხებოდა, რაც ძალიან ემოციური გამოვიდა, რადგან ნახევარი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული. ამ სტატუსით მინდოდა, ყველა იმ ადამიანისთვის გადამეხადა მადლობა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში "რეიტინგში" მუშაობდნენ.

- რას ნიშნავს პირველი ეტაპის დასრულება?

- ჟურნალი "რეიტინგი" ყოველკვირეული აღარ იქნება და თვეში ერთხელ გამოვა. ბოლო რამდენიმე თვეა, ამ თემაზე ვმუშაობთ და ახალი სიცოცხლე იწყება. ეს იქნება ძველი "რეიტინგისგან" სრულიად განსხვავებული ჟურნალი. ექსკლუზიური მასალები ისედაც არ გვაკლდა, ერთ-ერთი პირველი ჩვენ ვიყავით ყვითელ ბაზარზე, ვინც ეს ტერმინი დაამკვიდრა. ექსკლუზივების თემა წამყვანი იქნება, თუმცა როგორც ჩვენ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, ადამიანები დაიღალნენ ნეგატივით და ამიტომ გვინდა, უფრო მეტი პოზიტივი შევთავაზოთ. გვექნება ბევრი შემეცნებითი სტატია. ჟურნალი იქნება პოლიგრაფიულად მაღალი დონის, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს, კომფორტულად გაეცნოს მისთვის საინტერესო ინფორმაციას. ასევე ვცვლით დიზაინს, ლოგოს, მაგრამ გუნდი ძველი შემართებით გააგრძელებს მუშაობას. ფასი იქნება ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ განვითარება, რადგან უამრავ ინფორმაციას მიიღებენ. რა ხდება ქალაქში, რა სიახლეებია, სად შეიძლება დასვენება დაბალ ფასად, სად შეიძლება ორიგინალური სამოსის შეძენა... ახალი "რეიტინგი" გამორჩეული იქნება ბაზარზე არსებული ყველა სხვა ჟურნალისგან.

ასევე, ვაპირებთ, აქტიურად გამოვიყენოთ ჩვენი საიტი "რეიტინგი.გე", რომლის საშუალებითაც ჩავატარებთ გამოკითხვებს და შემდეგ ამ თემას ჟურნალში გავშლით.

პირველი ნომრისთვისაც ძალიან საინტერესო გამოკითხვას ვამზადებთ. გარდა ამისა, ჩვენ შევქმნით ახალ თემებს სალაპარაკოდ და ეს იქნება არა პირადი ცხოვრების დეტალები, არამედ ადამიანებისთვის სასარგებლო ინფორმაცია, რასაც სხვა ჟურნალიდან ვერ გაიგებენ. ჟურნალში რჩება ცნობილ ადამიანებთან საინტერესო ინტერვიუები, რუბრიკა "ქართველები საზღვარგარეთ". ახალი სახეების აღმოჩენის ნიშას ძველებურად დავიკავებთ.

- როგორ ვხვდები, ძველი მხოლოდ სახელი და რამდენიმე რუბრიკა რჩება...

- დიახ, ამ გადაწყვეტილებამდე იქიდან გამომდინარე მივედით, რომ ჩვენ გვაქვს მაღალრეიტინგული საიტი "რეიტინგი.გე", სადაც ყოველდღიურ ამბებზე, გავრცელებულ ხმებზე, ყვითელ თემებზე იმდენად კარგად და ოპერატიულად მუშაობენ, რომ ვფიქრობ, ამ ტიპის ჟურნალმა თავი ამოწურა. ჩვენს მკითხველს სიახლეები უნდა შევთავაზოთ და ამის პირობას საზეიმოდ ვდებთ, რომ ახალი "რეიტინგი" ბაზარზე არსებულ არც ერთ ჟურნალს არ ემსაგვსება.

განახლებული ჟურნალის პირველი ნომერი ივლისის ბოლოს გამოჩნდება დახლებზე და მინდა გითხრათ, რომ ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, ბევრი ღონისძიების მოთავე და მხარდამჭერი ვიქნებით.

ნინო გიგიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები