"კურიერიდან" წასული ირაკლი მაისურაძე ეკრანს უბრუნდება - სად და როდის გამოჩნდება ტელეწამყვანი

"კურიერიდან" წასული ირაკლი მაისურაძე ეკრანს უბრუნდება - სად და როდის გამოჩნდება ტელეწამყვანი

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე, რომელიც უკვე ერთი წელია ეკრანზე აღარ ჩანს, მალე კვლავ დაუბრუნდება სატელევიზიო საქმიანობას. ინფორმაციის გადასამოწმებლად მას პირადად ვესაუბრეთ. ჟურნალისტმა ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

"ვბრუნდები ტელევიზიაში. შემოდგომიდან მაყურებელს "პალიტრა TV"-ს ეთერში შევხვდები. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მაყურებლისთვის ძნელი მისახვედრი არ იქნება, თუ რა ამპლუით დავუბრუნდები ეკრანს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ამჯერად თავს შევიკავებ. მთელი ცხოვრება ნოვაციების კეთება მხიბლავს და ასე იქნება ახლაც", - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბრისას ირაკლი მაისურაძე.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2", სადაც ახალი ამბების განყოფილებაში მუშაობდა და "კურიერი" მიჰყავდა, 2014 წლის დეკემბერში დატოვა. ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით განაგრძო საქმიანობა და პარალელურად ერთ-ერთ რადიოსადგურში ახალი ამბები მიჰყავდა.

ირაკლი მაისურაძის ნახვა მაყურებელს "პალიტრა TV"-ზე შემოდგომიდან შეეძლება, მისი მოსმენა კი, რადიო "პალიტრის" მსმენელს უკვე შეუძლია, - მას უკვე რამდენიმე დღეა, რადიო "პალიტრაზე" (103'9 FM) ახალი ამბები მიჰყავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები