დაიხურება თუ არა "იმედის კვირა" - შალვა რამიშვილის კომენტარი

დაიხურება თუ არა "იმედის კვირა" - შალვა რამიშვილის კომენტარი

სექტემბრიდან შესაძლოა "იმედის კვირა" ეთერში აღარ გავიდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "იმედის კვირის" წამყვანმა, ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განუცხადა, არხის გადაწყვეტილებით , საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გარკვეული რეფორმა იგეგმება და ამ რეფორმასთან დაკავშირებით, შესაძლოა, სექტემბრიდან ეს შოუ არ გავიდეს.

"მე ახლა შვებულებაში ვიმყოფები და დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ორშაბათს გავიგებ ყველაფერს. რამდენადაც ვიცი, დახურვაზე არ არის საუბარი, თუმცა, უცნობია რა სახით გავა. შესაძლოა ამ ცვლილებებზე არხის განცხადებაც იყოს. მე, ეს ხელმძღვანელობამ შემატყობინა", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები