"პალიტრა მედია" სტაჟირების მსურველთა მიღებას აცხადებს

"პალიტრა მედია" სტაჟირების მსურველთა მიღებას აცხადებს

"პალიტრა მედიას" ინტეგრირებული ნიუსრუმი სტაჟირების მსურველთა მიღებას აცხადებს. სტაჟირება ერთდროულად რამდენიმე მედიაპლატფორმაზე მუშაობის გამოცდილების მიღებას ითვალისწინებს.

მსურველებს, რომლებიც ნიუსრუმის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მიეცემათ სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსში", ახალი ამბების პორტალ "ამბები.ge" -ზე,  ეკონომიკურ პორტალ BPN-ზე, ინტერნეტ ტელევიზია "პალიტრა TV"-ზე,  რადიო "პალიტრასა" (FM 103,9) და ტელეკომპანია "პალიტრა TV"-ს ახალი ამბების სამსახურში.

რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე career@palitra.ge. სათაურში მიუთითეთ "Newsroom სტაჟირება".

"პალიტრა მედია" წარმატებებს გისურვებთ!

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები