"იმედი" კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

"იმედი" კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "იმედი" არ აპირებს, პოლიტიკურ თოქ-შოუებზე უარი თქვას და იმედოვნებს, რომ ასეთი გადაცემის გაშვება ეთერში უკვე ოქტომბერ-ნოემბერში მოხერხდება.

ამის შესახებ ნათქვამია "იმედის" ხელმძღვანელობის განცხადებაში, რომელიც გადაცემა "ქრონიკის" ეთერით გავრცელდა.

"საზოგადოების სხვადასხვა წრეში გაჩენილი კითხვების გამო აუცილებლად ჩავთვალეთ, გავაკეთოთ დამატებითი განმარტება. ტელეკომპანია "იმედი" არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, უარი თქვას პოლიტიკური თოქ-შოუების არსებობაზე საკუთარ ეთერში. მეტიც, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები თოქ-შოუს წამყვანის შესაძლო კანდიდატებთან და იმედი გვაქვს, რომ უკვე შემოდგომაზე - ოქტომბერ-ნოემბერში, მოხერხდება ასეთი გადაცემის გაშვება ეთერში. აქვე წუხილს გამოვთქვამთ, რომ არხზე მიმდინარე სარედაქციო ცვლილებებს გარკვეულმა პირებმა განგებ მისცეს პოლიტიკური დატვირთვა", - ნათქვამია განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები