ფინანსური კრიზისი "ტელეიმედში"? - შეუმცირეს თუ არა ხელფასები თანამშრომლებს და რატომ დატოვა არხი სოსო კაციტაძემ

ფინანსური კრიზისი "ტელეიმედში"? - შეუმცირეს თუ არა ხელფასები თანამშრომლებს და რატომ დატოვა არხი სოსო კაციტაძემ

"ტელეიმედის" გარშემო ხმაური არ წყდება. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა,რომ  არხის თანამშრომლებს ხელფასი შეუმცირეს, რის გამოც ოპერატორების ნაწილი გაიფიცა. ამბობენ, რამდენიმე მათგანმა სამსახური დატოვა. "იმედი" დატოვა დილის გადაცემის წამყვანმა სოსო კაციტაძემაც. ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კაციტაძემ ხელფასის შემცირების გამო მიიღო. ინფორმაცია თავად ტელეწამყვანთან გადავამოწმეთ.

- ტელეიმედი ნამდვილად დავტოვე, ამის მიზეზი გახდა უკეთესი შემოთავაზება, რომელიც მივიღე. თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

- ხელფასის შემირება ხომ არ გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მნიშვნელოვნად შეგიმცირეს ანაზღაურება?

- იცით, მართლა არ ვიცი, რამდენად შემიმცირეს ხელფასი. არც დავინტერესებულვარ, რადგან უკვე მქონდა სხვა შემოთავაზება.

თამარ ბოჭორიშვილი

ambebi.ge

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები