"მაკა ასათიანის დაწერილი არ არის არც ერთი განცხადება" - გია გაჩეჩილაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს

"მაკა ასათიანის დაწერილი არ არის არც ერთი განცხადება" - გია გაჩეჩილაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ "მაესტროსთან" დაკავშირებული განცხადებები, რომელიც მაკა ასათიანის სახელით ვრცელდება, საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანას ემსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, მაკა ასათიანს ან იმ ჯგუფს, ვინც დგას მის უკან, რადგან ჩვენთვის ცხადია, რომ მაკა ასათიანის დაწერილი არ არის არც ერთი განცხადება, კიდევ ერთი განცხადების გავრცელებით სურთ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. მათი მხრიდან სპეკულაციაა იმის მტკიცება, რომ გია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებულ რეაბილიტაციის წინადადებაზე იმიტომ თქვეს უარი, რადგან არ იცოდნენ ინვესტორის ვინაობა. ჩვენ წერილობითი პასუხი არ მიგვიღია წინადადებაზე, ხოლო პარტნიორთა კრების ოქმში, სადაც მოხდა მათი პოზიციის სტენოგრაფირება, ეს მათი დარდი საერთოდ არ არის ასახული, პირიქით, მაკა ასათიანის წარმომადგენლის ერთადერთი პირობა იყო, რომ გია გაჩეჩილაძის წინადადება საბანკო გარანტიით ყოფილიყო გამყარებული და მომხდარიყო მიმდინარე ვალდებულებების დაფარვა, რაც სრულად შესრულდა გია გაჩეჩილაძის მხრიდან: მან წერილობით აიღო ვალდებულება საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გარანტიის წარმოდგენაზე შეთანხმების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში, ისევე როგორც აიღო წერილობითი ვალდებულება მაესტროს საერთო სატელევიზიო მაუწყებლობის და სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე. წინადადების მიხედვით მაკა ასათიანის სესხის გადახდა უნდა მომხდარიყო მისი ოდენობის აუდიტორული დადასტურების შემდეგ კომპანიის მოგების ხარჯზე, რომლის მიღების ვალდებულებასაც იღებდა გია გაჩეჩილაძე, განსხვავებით ახლანდელი მენეჯმენტისგან და მმართველი პარტნიორისგან, რომლებსაც გაკოტრებისკენ მიჰყავდათ კომპანია. რაც შეეხება ინვესტორების ვინაობას, მზად ვართ მათ დასახელებაზე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს კანონის მოთხოვნაც არის. ჩვენ მათ დავასახელებთ მას შემდეგ, რაც მივიღებთ თანხმობას ჩვენი წინადადების პრინციპულ პირობებზე. მაგრამ რეალობა ის არის, რომ აქამდე მაკა ასათიანის უკან არსებულმა პირებმა საერთოდ არ ისურვეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ჩვენი წინადადებების პასუხის გაცემა.

განცხადებაში ლოგიკას მოკლებულია იმის პირობის დადება, რომ პარტნიორი ფინანსურად გვერდში დაუდგება მაესტროს, როდესაც მის მიერ მოხდა ვადაზე ადრე გამოთხოვა სესხების, რომელთა გადახდის საბოლოო ვადა იყო 2019 წელი და როდესაც მმართველ პარტნიორს კიდევ 9 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირების ვალდებულება ჰქონდა აღებული. ასევე თვალში ნაცრის შეყრაამაესტროს სამართლებრივად გვერდში დგომის პირობის დადება, როდესაც სახეზეა მენეჯმენტისთვის დავალება, რომ სასამართლოში შესულ განცხადებაში მოთხოვნილი ყოფილიყო მაესტროს პირდაპირი გაკოტრება, რაც კანონით ავტომატურად გამორიცხავს მისი რეაბილიტაციის შესაძლებლობის.

როდესაც მაკა ასათიანს ინვესტორის ვინაობაზე გული შეტკივა, ნუთუ ახლავე ცნობილია მისთვის, თუ ვინ იქნება მაესტროს აქტივების მყიდველი გაკოტრებისას მათი ღია აუქციონზე გაყიდვისას? როდესაც გია გაჩეჩილაძემ 3 თვის წინ ჩაშალა ვითიბი ბანკში მაესტროს მთელი ქონების დაგირავების მცდელობა, როდესაც მაესტროში ამ გარიგებიდან 1 ლარიც კი არ შემოდიოდა, მაშინ არ იყო საინტერესო, მაკა ასათიანისთვის, ვის ხელში აღმოჩნდებოდა ეს აქტივები? რატომ არაფერი არ გააკეთა მან, როდესაც მაესტროს ყველაზე ძვირფასი აქტივი - მისი ლოგო და დასახელება უსასყიდლოდ გადაეცა სხვა კომპანიას? როდის შემდეგ გახდა სარედაქციო დამოუკიდებლობა პრიორიტეტული განცხადების ავტორებისთვის, როდესაც რამდენიმე თვის წინ 20-მდე წამყვანმა ჟურნალისტმადატოვა მაესტრო, რაც კომპანიის ფაქტიური მფლობელის - მაკა ასათიანის ქმრის კოტე გოგელიას მხრიდან მათ საქმიანობაში უხეში ჩარევით ახსნა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ განცხადება მხოლოდ სპეკულაციაა, რეალობაში კი ადგილი აქვს მაესტროს აქტივების საზოგადოების უცნობ პირებზე გაკოტრების გზით გასხვისების წინასწარ დაგეგმილ ოპერაციას გია გაჩეჩილაძეს უფლებების იგნორირების გზით. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას ტელეკომპანია მაესტროს და მისი ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის გადასარჩენად", - აღნიშნულია განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები