საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციოს ახალ ხელმძღვანელს ხვალ წარადგენენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციოს ახალ ხელმძღვანელს ხვალ წარადგენენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ხვალ 10:00 საათზე, მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი "მოამბის" გუნდს შეხვდება და ახალ ხელმძღვანელს წარუდგენს.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის ვინაობას საზოგადოება შეხვედრის დასრულების შემდეგ, "მოამბის" პირველივე გამოშვებიდან შეიტყობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს გასული წლის სექტემბრამდე სოფო მოსიძე იკავებდა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსასამსახურის უფროსი გახდა. თვეების განმავლობაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას ლაშა მიქაძე ასრულებდა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები