რა შუაშია აქ სექსი? - კვალიაშვილი-შარტავას წყვილი "მიმიხვდის" ეთერში

რა შუაშია აქ სექსი? - კვალიაშვილი-შარტავას წყვილი "მიმიხვდის" ეთერში

ხვალ, 9 ოქტომბერს პალიტრა TV-ს ეთერში გასართობი შოუ "მიმიხვდის" მეოთხე სეზონი ახალ სტუმრებთან ერთად იწყება.

გადაცემა "მიმიხვდი" არხის ის სეგმენტია, სადაც ბევრმა ცნობილმა მუსიკოსმა, მსახიობმა, ჟურნალისტმა თუ სპორტსმენმა თამაშ-თამაშში საკუთარი ძალები მოსინჯა და ბევრსაც გაუმართლა - მოიგეს.

თამაშის მთავარი პრინციპი მოხერხებულობა და სისხარტეა, თუმცა ინტელექტის გარეშე ფონს ვერავინ გავა. რამდენიმე სეზონმა აჩვენა, რომ შოუს ყველაზე მეტად მსახიობები უღებენ ალღოს, გამარჯვებულთა შორისაც სწორედ ისინი ჭარბობენ. ასე რომ, "მიმიხვდი" ის რეიტინგული შოუა, რომელშიც ცნობილი ადამიანები სიამოვნებით მოდიან.

რა იქნება პარასკევს?  - ახალი სტუმრები, აზარტი, მხიარულება და რაც მთავარია ისედაც მრავალფეროვან შოუს კიდევ ერთი საინტერესო ტური დაემატა.

მხიარული შოუს დაწყებამდე "ამბები.გე" სახალისო სტუმრების ვინაობას გაგიმხელთ:

გადაცემაში ერთ-ერთი მონაწილე ეკა კვალიაშვილისა და კახა შარტავას წყვილი იქნება. მომღერლისა და მსახიობის ტანდემი ძალიან სახალისო გამოდგა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წყვილებს აფთარი და სექსი ერთმანეტსი აერიათ... რა მოჰყვა კვალიაშვილის სექსზე კომენტარს, ამას ხვალ, ზუსტად 21:30 საათზე გაიგებთ.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები