"სტერეო+" სატალევიზიო არხების გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"სტერეო+"  სატალევიზიო არხების გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2015 წლის 27 ოქტომბერს, 20:22 წუთზე 2014 წლის 25 დეკემბრის შემდეგ პირველად, მოხდა სტერეო+ ის სათაო სადგურის ძირითადი სერვერის ავარიული ტექნიკური გათიშვა, რომლის ფუნქციონირებაც თავის თავზე აიღო სარეზერვო სერვერმა. მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, მოხდა სატელევიზიო არხების გათიშვა, გადატვირთვის დრომ შეადგინა 76 წამი, რის შემდგომაც სისტემის ფუნქციონირება აღდგა. ამ მოვლენამ გამოიწვია სხვადასხვა ტიპის მიმღებ მოწყობილობებში განსხვავებული ეფექტი დროის სხვადასხვა ხანგრძლივობით. ეს იყო წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი.

მსგავსი მოვლენის შემთხვევაში ეფექტის დროის შესამცირებლად სასურველია მიმღები მოწყობილობის ოპერატიული გადატვირთვა.

კომპანია წუხს მაყურებლისთვის შექმნილი დისკომფორტისთვის.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები