ნიკა გვარამია: "გვაქვს ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები ყაზარმულ მდგომარეობაზე არიან გადაყვანილები"

ნიკა გვარამია: "გვაქვს ინფორმაცია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები ყაზარმულ მდგომარეობაზე არიან გადაყვანილები"

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმი ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადაყვანილი.

"არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის რისკი, არამედ არსებობს რისკი, რომ დაუყონებლივ იქნება აღსრულებაში მიცემული ეს გადაწყვეტილება და ჩვენს ეზოში სპეციალური დანიშნულების რაზმს ვიხილავთ. საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არა "რუსთავი 2", არამედ სიტყვის თავისუფლება და ამ ქვეყნის ღირსეული თავისუფალი მომავალი, მოვუწოდებთ დადგეს "რუსთავი 2"-ის - ამ ქვეყნის მთავარი და მთავრობისგან დამოუკიდებელი ერდადერთი მედიის სადარაჯოზე. დაიცავით ჩვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, დაიცავით თქვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, დაიცავით თქვენი შვილების ღირსეული და თავისუფალი მომავალი. დადეგით ჩვენს გვერდით ხვალ პირველი საათიდან. იმდენად, რამდენადაც არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის რისკი, ეს აღარ არის რისკი, ეს არის პრაქტიკულად გარანტირებული, რომ მოსამართლე ურთმელიძე გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას. არამედ არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება მიქცეული აღსასრულებლად და ჩვენს ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები