ირაკლი მაისურაძე ეკრანზე ახალი პოლიტიკური თოქ-შოუთი ბრუნდება

ირაკლი მაისურაძე ეკრანზე ახალი პოლიტიკური თოქ-შოუთი ბრუნდება

ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ირაკლი მაისურაძე, რომელმაც ერთი წლის წინ დატოვა ტელეკომპანია "რუსთავი 2", კვლავ აქტიურ ჟურნალისტიკაში რჩება. უკვე რამდენიმე თვეა, ის რადიო "პალიტრის" ახალი ამბების სამსახურს ხელძღვანელობს, თუმცა "კურიერის" დატოვების შემდეგ ჟურნალისტი ეკრანზე აღარ გამოჩენილა.

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მაისურაძე სიახლეებისთვის ემზადება და მისი სამომავლო გეგმები სწორედ ტელევიზიაში დაბრუნებას უკავშირდება. მაისურაძე ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ უახლოეს ერთ თვეში ის "პალიტრა TV"-ს ეთერში გამოჩნდება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ თავის მხრივ, სიახლეებისთვის ემზადება თავად არხი, სადაც მალე მაყურებელი ირაკლი მაისურაძეს იხილავს. "პალიტრა TV" ახალი ამბების არხად გადაკეთდება და განახლებული ეთერით მაუწყებლობას 30 ნოემბრიდან დაიწყებს.

რა ამპლუაში წარსდგება მაისურაძე განალხებულ "პალიტრა TV"-ზე და როგორია მისი განწყობა ერთწლიანი საეთერო პაუზის შემდეგ, ამის შესახებ ის Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- გიდასტურებთ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ დავბრუნდები ეთერში. სწორედ ახლა "პალიტრა TV"-ს გუნდთან ერთად ახალი, სახეცვლილი ახალი ამბების გამოშვებისთვის მუშაობის პროცესში ვარ ჩართული. არხი 30 ნოემბრიდან მაყურებელს ახალ ამბებს საათში ერთხელ შესთავაზებს, რომელშიც იხილავთ მთავარ ამბებს როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოდან. ჩვენ ყველა სფეროს მოვიცავთ: პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, კულტურა... არხზე ყველა მიმართულებით გავაშუქებთ ახალ ამბებს. ეს იქნება სამაუწყებლო ფორმატი, რომლის ანალოგი ქართულ ტელესივრცეში არ არსებობს.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ "პალიტრა TV"-ს განახლებულ ეთერში თქვენ ტელეწამყვანის ამპლუითაც დაუბრუნდებით მაყურებელს. როგორც ვიცით, გარდა ახალი ამბების გამოშვებისა, საკუთარი ყოველდღიური თოქშოუსთვისაც ემზადებით...

- არხის განახლებულ ეთერში ნამდვილად შევთავაზებ მაყურებელს ყოველდღიურ პოლიტიკურ თოქ-შოუს. გადაცემა დებატების ფორმატის იქნება. ნუ მიწყენთ, მაგრამ ამ დროისათვის მეტს ვერაფერს გეტყვით. სხვა დეტალებს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე მოგვიანებით გაიგებთ...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია