"არ ვიცით, რა უნდა ვქნათ, ასეთი "ნიჭიერი" ჯერ არ ყოფილა" - რა მოხდება ამაღამ "რუსთავი 2"-ის ეთერში

"არ ვიცით, რა უნდა ვქნათ, ასეთი "ნიჭიერი" ჯერ არ ყოფილა" - რა მოხდება ამაღამ "რუსთავი 2"-ის ეთერში

რთული წარმოსადგენია ალბათ, რა უნდა მოხდეს იმაზე უკეთესი ფილარმონიის სცენაზე, რაც აქამდე "ნიჭიერში" არ გვინახავს. არხის გარშემო განვითარებული მოვლენების მიუხედავად, "ნიჭიერი" "რუსთავი 2"-ის ეთერში დღეს დაბრუნდება და როგორც ჟიური აცხადებს, წლევანდელი პროექტი განსაკუთრებული იქნება.

ამ სეზონის პროექტის ფარგლებში, ქართულ სცენაზე იმ უცხოელ კონკურსანტებსაც ვიხილავთ, რომლებმაც თავიანთი ნიჭიერებით, ინტერნეტის მეშვეობით უკვე მოგვხიბლეს. ქართულ "ნიჭიერში" მოხვედრის სურვილი უცხოელმა კონკურსანტებმა თავად გამოთქვეს. გახდებიან თუ არა სახალხო პროექტის გამარჯვებულები, დრო გვიჩვენებს. კასტინგების დასრულების შემდეგ ჟიური პროექტს AMBEBI.GE-სთან საუბარში აფასებს.

ია ფარულავა: მესამე წელია, რაც აქ ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ პროფესიონალი გავხდი. აღარ ვცდილობ, კონკურსანტს მოვეფერო და ყოველთვის სიმართლეს ვეუბნები. დიდხანს ვინახავდი ჩემს ოქროს ღილაკს, მაგრამ ისეთ კონკურსანტზე დავაჭირე, ნამდვილად არ ვნანობ. ეს არის გენადი ტკაჩენკო, რომელიც სცენაზე საოცრებებს ახდენს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: გაგვიჭირდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ დავტოვოთ და ვინ - არა, რადგან ძალიან ძლიერი მონაწილეები არიან. მომხრე ვარ, მრავალფეროვნება შევინარჩუნოთ და მხოლოდ სიმღერამ ან სხვა მიმართულებამ არ წამოიწიოს. ამ პროექტის ყველაზე მთავარი ხიბლი კი ისაა, რომ მრავალფეროვანია და არჩევანის საშუალებას გაძლევს. შარშან მყავდა ორი ფავორიტი, მაგრამ წელს - არა, რადგან არაჩვეულებრივი ნაკადია. შეიძლება ითქვას, რომ 15 ფავორიტი მყავს, რომლებიც, ვფიქრობ, "ნიჭიერის" სამეულში აუცილებლად უნდა იყვნენ. ძალიან რთულია არჩევა, არ ვიცით, რა უნდა ვქნათ. ასეთი "ნიჭიერი" არ ყოფილა.

რუსკა მაყაშვილი: ისეთი მაგარი ნაკადია... ასეთი "ნიჭიერი" აქამდე არ ყოფილა. ყველაზე მეტად მახსენდება იაპონელი ქალი, რომელმაც მართლაც ასტრალში გაგვიყვანა, ისეთი საოცრებები გააკეთა. გადავირიე პუტკუნა საყვარელ ქართველ ბიჭზე, რომელმაც ქალის არია იმღერა. გასართობი ნომრებიდან კი ყველაზე მეტად ჯიმიმ გამამხიარულა. ასევე, მახსენდება როლერი ცოლ-ქმარი, რომლებმაც პატარა, მოცუცქნულ სცენაზე სიგიჟეები გააკეთეს. მიჭირს კონკურსანტისთვის უარის თქმა, არადა სხვანაირად არ გამოდის. ბავშვებს კი უარს ვერაფრით ვეუბნები, ჩემგან ეს გამორიცხულია. პირველად ვიყავი ჟიურის წევრი და ეს ძალიან მომეწონა. მართალია, "ლაივებზე" აღარ ვიქნები, ასეთი წესია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჟიურის მეხუთე წევრი მაყურებლისთვის საყვარელი ადამიანი იქნება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები