ნიკა გვარამია: "ეს არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი"

ნიკა გვარამია: "ეს არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი"

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი.

როგორც გვარამიამ განაცხადა, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს არა "რუსთავი 2", არამედ ხელისუფლება. "გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო, სრულიად დაუსაბუთებელი და ეს არის სახელმწიფო გადატრიალების საფუძველი. სახელმწიფო გადატრიალებას ჩვენ კი არ ვაწყობთ "რუსთავი 2"-ის შენობაში ან ეზოში, არამედ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს ხელისუფლება. სახელმწიფო გადატრიალება არის არა მხოლოდ ხელისუფლების დამხობა , არამედ ხელისუფლების მითვისების ნებისმიერი აქტი. ამ გადაწყვერტილებით ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალი და დამნაშავე მთავრობა, ითვისებენ ხელისუფლებას, რომელსაც დაკარგავენ აუცილებლად 2016 წელს იმ ვითარებაში, როდესაც მედია არის პლურალისტური. ეს გადაწყვეტილება არის კრიმინალური აქტი, რომელშიც ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო - პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო. მოსამართლე ურთმელიძემ მოახერხა ის, რომ სრულიად ტოქსიკური გახადა მთელი სასამართლო კორპუსი. მან მოკლა და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მოუწყო საქართველოში დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - აღნიშნა გვარამიამ.

ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები