"სასაცილოა ეს ყველაფერი... თქვენ ახლა ზიხართ და უყურებთ "რუსთვი 2"-ს - ლაფერაშვილი

"სასაცილოა ეს ყველაფერი... თქვენ ახლა ზიხართ და უყურებთ "რუსთვი 2"-ს - ლაფერაშვილი

ასეთი აკადემიური, ასეთი მშვიდი, ასეთი დინჯი მუშაობა პირდაპირ ეთერში "რუსთავი 2"-ს ჯერ არ ჰქონია და ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ, - ამის შესახებ კოლექტივთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა განაცხადა.

მანვე მოუწოდა მედიამონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, დააკვირდნენ ტელეკომპანიის მუშაობას და თუ ისინი აღმოაჩენენ ერთ გადაცდომას მაინც, ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ნაბიჯები.

"მე მახსოვს 2007 წელს რა გახდა საფუძველი ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის. ეს იყო ერთი ჟურნალისტის ერთი პირდაპირი ჩართვა. იურიდიულად ეს ამბავი ასე გაფორმდა და ამას არავინ ვეთანხმდებოდით. მე მინდა ვთხოვო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მედიამონიტორინგის საკითხებზე, მინდა ვთხოვო გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს, რომელიც ახორციელებს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს, დეტალურად შეისწავლოს ყველაფერი, რაც ამ ეთერში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების მიერ არის ნათქვამი და თუ ისინი აღმოაჩენენ ერთ გადაცდომას მაინც, მიიღოს ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები. ასეთი აკადემიური, ასეთი მშვიდი, ასეთი დინჯი მუშაობა პირდაპირ ეთერში "რუსთავი 2"-ს ჯერ არ ჰქონია და ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ. ამას ვეუბნები იმ ადამიანებსაც, ვინც ამ ბოლო ერთი საათის განმავლობაში აქტიურად ხალისობს თემაზე - "ისტერიული ტელეწამყვენი, ისტერიკა "რუსთავი 2"-ში. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რადგან თქვენ ახლა ზიხართ და უყურებთ "რუსთვი 2"-ს, იმ "რუსთავი 2"-ს, რომელსაც ასე აკრიტიკებთ", - განაცხადა ლაფერაშვილმა.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი წუხილს გამოთქვამს სხვა ტელეკომპანიების მუშაობით, მიმდინარე პროცესების პირდაპირ ეთერში არ გაშუქების გამო. "არ შემიძლია წუხილით არ აღვნიშნო, რომ ახლა მხოლოდ პირდაპირი ჩართვის ერთ შნურს ვხედავ და ისიც მხოლოდ "რუსთავი 2"-ს ეკუთვნის. მე სპეციალურად გადავამოწმე და არც ერთ სხვა არხს ჯერ ეს ამბავი არ მოუყოლია. საქართველოში, სადაც არ არის "რუსთავი 2" იმ ფორმით, როგორიც არის, ჯერ კიდევ არ იციან, რომ ურთმელიძემ ეს განჩინება უკვე დაწერა. საქართველოში, სადაც არ არის "რუსთავი 2" იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ახლა, არ იციან რომ სანდრო ეულის 5ა-სთან დგანან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ისინი აპროტესტებენ კონსტიტუციის დარღვევას ამ ქვეყანაში. მე მინდა ვთხოვო კოლეგებს, სამსახურში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად ჰკითხოთ თქვენს მთავარ რედაქტორებს, რატომ იყო დღეს აქ პირდაპირი ჩართვის მხოლოდ ერთი აპარატი და იცის მხოლოდ "რუსთავი 2"-ის, - აღნიშნა ლაფერაშვილმა.

ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები