"ნუ ფიქრობთ, რომ ვინმეს მონა ვარ" - პაატა იაკობაშვილი ეკა ბესელიას

"ნუ ფიქრობთ, რომ ვინმეს მონა ვარ" - პაატა იაკობაშვილი ეკა ბესელიას

"ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ "რუსთავი2"-ის ეთერში თამაზ ურთმნელიძის განაჩენზე ისაუბრა და "რუსთავი 2"-ს სიტყვის თავისუფლების შენარჩუნების პირობა მისცა.

"დღეს გაქვთ ეს შანსი რომ დაიბრუნოთ სიტყვის თავისუფლება, თქვენ არასოდეს არ იყავით თავისუფალი, იმიტომ, რომ თქვენ მთელი წლების განმავლობაში ემსახურებოდით ერთ პოლიტიკურ გუნდს. თქვენ არასდროს გქონდათ თავისუფლების ის ხარისხი რომლის ღირსიც თქვენ იყავით, მაგრამ თქვენ ახლა ეს გექნებათ." - განაცხადა ეკა ბესელიამ და განაცხადა, რომ დღეს რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლება არ ერევა.

ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ვინც არ გააკრიტიკა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული განჩინება. თუმცა არცერთი მათგანი არ დაუსახელებია. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მოსამართლის განჩინება არაფერ კავშირში არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები