მორიგი ცვლილებები "ჩემი ცოლის დაქალებში": სერიალი კიდევ ერთმა ცნობილმა სახემ დატოვა

მორიგი ცვლილებები "ჩემი ცოლის დაქალებში": სერიალი კიდევ ერთმა ცნობილმა სახემ დატოვა

"ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი მაყურებლისთვის ბევრი ცნობილი გმირის გარეშე გრძელდება, ხოლო რამდენიმე გმირს კი, რომელებიც ინარჩუნებენ პოზიციებს, სხვა მსახიობები ანსახიერებენ.

უკვე დადასტურებით ცნობილია, რომ სერიალში აღარ მონაწილეობენ ლელა მებურიშვილი და ეკა ამირეჯიბი. ახალ სეზონში აღარც ვანიკო თარხნიშვილი და ბენდი "გამოუვალი მდგომარეობა" გამოჩენილა. მათ ნაცვლად ახლა სერიალის მუსიკალურ ხაზს ცოტნე ცოტაშვილი აგრძელებს.

სერიალის ერთ-ერთი ბოლო სერიის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ "დაქალებში" მორიგი "საკადრო ცვლილებებია". ახლა ცნობილ სერიალში ყირმიზას პერსონაჟს სხვა მსახიობი, რატი ბაქრაძე განასახიერებს.

იხილეთ ფრაგმენტი სერიალიდან

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები