"რუსთავი 2"-ის ძველი სახეები - რას საქმიანობენ დღეს ცნობილი ჟურნალისტები

"რუსთავი 2"-ის ძველი სახეები - რას საქმიანობენ დღეს ცნობილი ჟურნალისტები

მრავალი წლის განმავლობაში "რუსთავი 2"-ში უამრავმა ჟურნალისტმა იმუშავა, თუმცა რამდენიმე მათგანი საზოგადოებას დღემდე ახსოვს. ჩანან თუ არა ეკრანზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ისევ ისეთი პოპულარობით სარგებლობენ. "ambebi.ge" რამდენიმე მათგანის დღევანდელი საქმიანობის შესახებ გიამბობთ.

ნინო შუბლაძე

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თოქ-შოუ "პოზიციის" წამყვანმა ნინო შუბლაძემ რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიიდან საჯარო სამსახურში გადაინაცვლა. ის ახლა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელია. მან ამ თანამდებობაზე თამარ ბოდოკია შეცვალა.

ეკა ბერიძე

ჟურნალისტი ეკა ბერიძე წლებია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" მუშაობს, სადაც ის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას იკავებს. გასულ წელს ბერიძის სახელფასო შემოსავალმა 126 750 ლარი შეადგინა. ეკა ბერიძე "რუსთავი 2"-დან დიდი ხნის წინ წავიდა. რამდენიმე წლის წინ, კი ტელეჟურნალისტის ამპლუაში ჯერ "მაესტროზე", შემდეგ "მეცხრე არხზე" გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხანში ის "ჯი დი ეს"-ზე პოლიტიკური თოქ-შოუთი დაბრუნდება.

ნიკა ტაბატაძე

ჟურნალისტი ნიკა ტაბატაძე ამჯერად ამერიკაში ცხოვრობს. იყო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალსიტი; 2001 წელს ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი გახდა. საკუთარი წილი 2004 წელს დათმო, როდესაც "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა; ამ პოსტიდან 2006 წელს გაათავისუფლეს; შემდეგ კერძო ბიზნესში წავიდა; არის სს "ჯორჯიან რეზორტს გუდაურისა" და შპს Unimex Power System Georgia-ს დირექტორი.

ნატა ამაღლობელი

ნატა ამაღლობელი "რუსთავი 2"-ის კულტურის ბლოკისა და "დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანი იყო. ეკრანიდან მოულოდნელად გაქრა, თუმცა რა გახდა რეალურად ამის მიზეზი, დღემდე უცნობია. ნატა ამღლობელი ამჯერად მთავრობის მიერ დაფინანსებული საიტის www.agenda.ge-ის  მთავარი რედაქტორია, რომელიც ინგლისურენოვანია და უცხოურ აუდიტორიაზე არის გათვლილი.

ნათია ბანძელაძე

ნათია ბანძელაძე "კურიერის" გამორჩეული ჟურნალისტი იყო. "რუსთავი 2"-ზე "ფორტუნადან" მოხვდა. "კურიერიდან" კი სამუშაოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ნათია ბანძელაძემ ახალი პრეზიდენტის აპარატში მუშაობა აღარ გააგრძელა და "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" დასაქმდა.

ნატა ნიჟარაძე

"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის პირდაპირი ჩართვების ჟურნალისტი ნატა ნიჟარაძე, ტელეეკრანზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. "რუსთავი 2"-დან საკუთარი სურვილით წავიდა და სამუშაოდ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადავიდა. დილის გადაცემა სიახლის ძიების სურვილით დატოვა, მაგრამ არც პირველ არხზე დარჩენილა დიდხანს. ენერგიულმა ნატა ნიჟარაძემ საჯარო სამსახურში მუშაობაც მოასწრო, ის კრიზისების მართვის საბჭოს პრესსამსახურში მუშაობდა, თუმცა რატომ დატოვა სამსახური, უცნობია. ნატა ნიჟარაძე ამჯერად "იმედის" დილის გადაცემის წამყვანია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება