"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი ამბების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი ამბების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი ამბების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა. ფუტკარაძე ბოლო ორი წლის განმავლობაში "მოამბის" ჟურნალისტად მუშაობდა. აღნიშნული საკადრო ცვლილების შესახებ თანამშრომლებს ცოტა ხნის წინ, თათბირზე შეატყობინეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ დაუდასტურა. "ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის შემადგენლობაში იყო ახალი ამბების სამსახური, რომლის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო და გიდასტურებთ, რომ გიორგი ფუტკარაძე იკავებს პირველი იანვრიდან ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობას. არავინ შეგვიცვლია. სტრუქტურული გადანაწილებიდან გამომდინარე ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ლაშა მიქაძე კვლავ რჩება მთავარი გამოშვების პროდიუსერად", - განაცხადა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები