ლევან გაჩეჩილაძე - ჩემი მთავარი ლოზუნგია, გადმოვრთოთ ადამიანები "რუსთავი2"-დან

ლევან გაჩეჩილაძე - ჩემი მთავარი ლოზუნგია, გადმოვრთოთ ადამიანები "რუსთავი2"-დან

მე ჩემი პრიციპების გადახვევას არ ვაპირებ - თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, - ამის შესახებ "მაესტროს" პარტნიორთა კრებიდან გამოსულმა არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.

გაჩეჩილაძის თქმით, იგი აპირებს კომპანიის შესწავლას და უახლოეს მომავალში ცვლილებებს არ გეგმავს.

"სანამ კომპანიას არ შევისწავლი ყველა მიმართულებით, კონტენტის, ფინანსური დამოუკიდებლობის, ინტელექტუალური მიმართულებით არანაირ ცვლილებას არ ვაპირებ. მერე, ერთბაშად დავდებ ჩემი მოქმედებების გეგმას. ამისთვის მჭირდება გარკვეული დრო. არ ვარ ინფორმირებული კონკრეტულად რა მძიმე პროცესები მიდის "მაესტროს" შიგნით. ინფორმირებული ვარ, მხოლოდ ზოგადად, რომ მძიმე პროცესები მიდის ხელფასებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. არავის გაშვებას არ ვაპირებ - ინტელექტუალური აზროვნების გამოყენებისკენ ვარ მოწოდებული", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, "მაესტროს" მართვა არის უდიდესი პასუხისმგებლობა.

"მე მჭირება ძალიან ბევრი ინფორმაცია და ბაიასთან ერთად მინდოდა დამეგეგმა ყველა მომავალი ნაბიჯი და იქ გამოჩნდებოდა ვინ, სად, როგორ და რაინაირად არის მოწადინებული მუშაობაზე. მე ჩემი პრიციპების გადახვევას არ ვაპირებ - თავისუფლება უპირველეს ყოვლისა. მთავარი ლოზუნგია გადმოვრთოთ ადამიანები "რუსთავი2"-დან. "რუსთავი2"-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები