ბაია გადაბაძე – ვმუშაობ გეგმაზე, რომელსაც "მაესტროს" ჟურნალისტებს შევთავაზებ

ბაია გადაბაძე – ვმუშაობ გეგმაზე, რომელსაც "მაესტროს" ჟურნალისტებს შევთავაზებ

"მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ იგი მუშაობს გეგმაზე, რომელსაც "მაესტროს" ჟურნალისტებს შესთავაზებს.

როგორც ბაია გადაბაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩევნების წინ "მაესტროს" გარკვეული კონტროლის ქვეშ მოქცევა ხდება.

"მე ვმუშაობ გეგმაზე, თუ რა შემიძლია შევთავაზო ჟურნალისტებს, რათა მაუწყებლობას არ შეექმნას საფრთხე. ეს შენობა, რომელშიც მაუწყებლობს ტელეკომპანია, არ ეკუთვნის შპს "მაესტროს", ეს ტექნიკა არ ეკუთვნის მას, ეს ყველაფერი მაკას ასათიანს ეკუთვნის. მაინტერესებს როგორ იფუნქციონირებს ტელევიზია, რომელსაც იჯარის დავალიანებს აქვს, რომელთანაც იჯარის ხელშეკრულება შეიძლება გაწყდეს. ეს სხვისი შენობაა, კერძო საკუთრებაა", - განაცხადა გადაბაძემ.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა გეგმაზე, რომ მაუწყებლობა არ შეწყდეს.

"დღეს საშუალება გვაქვს ლიცენზიის აღების და ავტორიზაციის გავლის, ეს საშუალებაც არხებობს და ჩვენ ვმუშაობთ ამ გეგმაზე. მე რა ძალაც მაქვს კანონიერი, იმ ძალას მივმართავ. თავს ვერ ავიფეთქებ და შაჰიდის ქამარს ვერ გავიკეთებ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, თუ გამომივა მინდა, რომ დამტკიცდეს ჯერ მფლობელების კანონიერება", - განაცხადა გადაბაძემ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები